XX ტურის საუკეთესო კალათბურთელად ჟურნალისტებმა რუსთავის კამერუნელი მეფარე ჟულივეტ ტუჯანი დავასახელეთ, რომელმაც ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა, 16 მოხსნა, რასაც 6 პასი მიამატა.
ასევე, ხაზგასასმელია ბათუმელი ლაშა კეშელავას ეფექტური გარჯა "არმიას" წინააღმდეგ. მან 9-იდან 6 ორქულიანი, 5-იდან 4 სამიანი და 9-იდან 9 საჯარიმო გამოიყენა და 33 ქულას მოუყარა თავი.
ბათუმი-რუსთავი 73:82
ბათუმი: მაისურაძე (11ქ, 2დ, 5პ, 5მ), რამიშვილი (10ქ, 5პ, 5მ), მიქელაძე (12ქ, 5პ), ელიაშვილი (13ქ, 3დ, 15მ), კეშელავა (23ქ, 11მ, 4პ, 3დ), ნინუა, რევაზაშვილი (4ქ, 5მ).
რუსთავი: გ. არაბული, ბერუაშვილი, არწივიძე (8ქ, 3პ), ბააკაშვილი (23ქ), ჩაჩანიძე (21ქ, 7მ, 3პ), ხმელიძე (16ქ, 9მ, 10პ), გუგავა (4ქ), ტუჯანი (10ქ, 14მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე, ს.საინერისი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"