U16: პლეი აუტი დასრულდა

AutoSharing Option
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში შედგა 16-წლამდელთა პლეი აუტის ერთი შეხვედრა, სადაც მე-7-მე-8 ადგილებისთვის ერთმანეთს "სამედიცინოსა" და "ზაზას" გუნდები დაუპირისპირდნენ.

მატჩი "მედიკოსთა" გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მეტოქეს დამაჯერებლად, 85:12 სძლიეს.

შეხვედრა თავიდანვე თსსუ-ს სასარგებლოდ წარიმართა. პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა სამედიცინოს ხელიდან აღარ გაუშვია და მე-7 ადგილზე უპრობლემოდ დამკვიდრდა.

"ზაზას" შემადგენლობაში 22 ქულით იური ხალათიანი გამოირჩა, ხოლო 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი თორნიკე რაზმაძემ შეასრულა.

თსსუ
-ს მხრიდან ყველაზე მეტი, 17 ქულა გიორგი დარსალიამ დააგროვა, ხოლო ორმაგი დუბლი ლუკა ზაქრაძის ანგარიშზეა - 16 ქულა და 10 მოხსნა. ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა ნიკოლოზ ლომიძეს, რომელმაც თსსუ-ს 16 ქულა და 9 მოხსნა შესძინა.

მე-5-მე-6 ადგილები კი "რუსთავისა" და "ავერსის" გუნდებმა გაინაწილეს. "რუსთავი 1"-მა საკუთარ მოედანზე დიდი სხვაობით, 94:59 დაამარცხა "ავერსი 1" და მე-5 ადგილი მოიპოვა. მასპინძლებმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

"ავერსის" შემადგენლობაში ორმაგი დუბლით, 14 ქულითა და ამდენივე მოხსნით ლუკა მაჩაიძე გამოირჩა, ხოლო ქვემოქართლელთა შემადგენლობაში 17-17 ქულა დიმიტრი მეტრეველმა და ნუგზარ ტაბაღუამ მიითვალეს.

u-16.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული