U18: პლეი აუტში მე-5-მე-6 და მე-7-მე-8 ადგილები განაწილდა

AutoSharing Option
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 18-წლამდელთა პლეი აუტის ორ შეხვედრას უმასპინძლა. მე-7-მე-8 და მე-5-მე-6 ადგილებისთვის ერთმანეთს "აკადემია 2"-"მარნეული" და "სოხუმი"-"აკადემია" დაუპირისპირდნენ.

"აკადემია 2"-მა "მარნეული" იოლად, 74:57 დაამარცხა და პლეი აუტში მე-7 ადგილზე დამკვიდრდა. აკადემიელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და პირველ ტაიმში მეტოქეს 31:20 აჯობეს.

მარნეულის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერც მატჩის მეორე ნახევარში გაუწია და მე-8 ადგილს დასჯერდა. "აკადემია 2"-ის შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ერთბაშად ორი მოთამაშე გამოირჩა. ნიკა ბაქრაძემ 19 ქულა
და 15 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი იაკობიძემ - 10 ქულა და ამდენივე მოხსნა. "მარნეულის" მხრიდან თავი ირაკლი ჯანხოთელმა გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა.

საინტერესო გამოდგა "სოხუმისა" და "აკადემიის" შეხვედრა, რომლებიც ერთმანეთს მე-5-მე-6 ადგილებისთვის დაუპირისპირდნენ. მატჩი აკადემიელთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც ანგარიშით 72:67 იმარჯვეს და მე-5 ადგილი მოიპოვეს.

"აკადემიამ" პირველ ტაიმში 45:39 იმარჯვა, ხოლო მესამე მეოთხედის ბოლოს მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და წინ 65:49 გავიდა.

დასკვნით პერიოდში სოხუმელები აქტიურად ათამაშდნენ და მატჩის დასრულებამდე 3:18 წუთით ადრე ანგარიშში ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს - 61:68, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთზე 4-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს - 66:70.

მიუხედავად ამისა, დარჩენილ დროში ზღვისპირელებმა შანსი ვეღარ გამოიყენეს და მე-6 ადგილი დაიკავეს.

აკადემიელებს 28 ქულით ბექა დარახველიძემ ულიდერა, ხოლო "სოხუმის" შემადგენლობაში 14 ქულით ოთო ბულიავა გამოირჩა.

u-18.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული