ქუთაისი-ბათუმი 86:67
28:19, 18:17, 22:12, 18:19
ქუთაისი: ფაშაევი (3ქ, 9პ, 3დ), ბაბუნაშვილი (6ქ, 5პ), დიდია (16ქ, 10მ), ცეკვავა (7ქ, 6პ, 5მ), ტუკვაძე (4ქ), დ. ბარბაქაძე (23ქ, 16მ), გ. ბარბაქაძე (12ქ), კუჭავა, კოღუაშვილი (11ქ), ქორიძე (2ქ), მათიაშვილი (2ქ).
ბათუმი: ვ. მაისურაძე (22ქ, 5მ, 4ჩ), რამიშვილი (8ქ, 7მ, 8პ, 3ჩ), მიქელაძე (7ქ, 5პ), ელიაშვილი (12ქ), ემირიძე, კეშელავა (6ქ), ნინუა, რევაზაშვილი (12ქ, 10მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.
ქუთაისში რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩი ჩაატარეს ადგილობრივმა გუნდმა და "ბათუმმა".
შეხვედრა ლოგიკური შედეგით
"ქუთაისი" კი მეორეობისთვის იბრძვის. მას, "ოლიმპის" მსგავსად, 16 მოგება უწერია, თუმცა ერთით მეტი თამაში აქვს ჩატარებული.
ასე რომ, მეორეადგილოსნის ვინაობა 21 აპრილს "ოლიმპი"-"არმიას" მატჩის შემდეგ გაირკვევა. ოლიმპიელებს ქუთათურებთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვთ და მათ გასასწრებად არმიელთა ძლევა სჭირდებათ.
დავით უსტიაშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):
- მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ ვიყავით, თუმცა "ბათუმმაც" კარგი თამაში აჩვენა და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. ველოდებით "არმია"-"ოლიმპის" დაპირისპირებას, რომელიც გაარკვევს, მეორე ადგილს ჩვენ დავიკავებთ, თუ ოლიმპელები.
მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის" მწვრთნელი):
- ირაკლი მიქელაძე ავად იყო, რის გამოც მოედანზე მცირე დრო დაჰყო, ხოლო ლევან ელიაძეს კვლავ ფეხის ტრავმა აქვს. მეორე ტაიმის დასაწყისში 5 პერსონალური ფოლის გამო გუნდის კაპიტანი ლაშა კეშელავაც გამოგვაკლდა და მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. მომავალში "ბათუმის" შემადგენლობა თუ არ გაძლიერდება, გუნდი ვეღარ იარსებებს.
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 19 19 0 1737/1230 38
2. ქუთაისი 20 16 4 1707/1511 36
3. ოლიმპი 19 16 3 1625/1377 35
4. შსს აკადემია 19 11 8 1660/1469 30
5. სოხუმი 19 10 9 1502/1466 29
6. დინამო 19 10 9 1563/1615 29
7. სამედიცინო 20 7 13 1591/1724 27
8. თსუ 19 7 12 1534/1642 26
9. სტუ 19 5 14 1424/1658 24
10. რუსთავი 19 3 16 1336/1640 22
11. ბათუმი-რსუ 20 2 18 1443/1790 22
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"