ალექსანდრ გრუევი "დინამოში" ითამაშებს

AutoSharing Option
2010 წელს საქართველოს ნაკრებს ბულგარეთთან ორჯერ მოუწია დაპირისპირება. მეტოქის შემადგენლობაში შესარჩევის დაწყებამდე ვარჯიშობდა ალექსანდრ გრუევი, რომელიც მწვრთნელმა როსენ ბარჩოვსკიმ 12-კაციან განაცხადში აღარ შეიყვანა.

თუმცა გრუევს მაინც მოუწია საქართველოში ჩამოსვლა, ოღონდ ცოტა დაგვიანებით - სუპერლიგის წევრმა "დინამომ" ბულგარელ გამთამაშებელს სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი.

მის შესახებ დინამოელთა თავკაც ირაკლი ხოშტარიას დავეკითხეთ.

- ალექსანდრ გრუევი ორი დღის წინ ჩამოვიდა და გუნდთან ერთად ორი ვარჯიში ჩაატარა. ბოლოს თამაშობდა ირანსა და სლოვენიურ "ზლატოროგში", საიდანაც ამა წლის იანვ
არში წამოვიდა. მას მერე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ცუდ კონდიციებში არ არის.

სხვა საქმეა, როგორ მოასწრებს გუნდთან შეთამაშებას. გრუევი თსუ-სთან ითამაშებს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ პლეი-ოფებამდე გუნდს სათანადოდ შეეწყობა.

ალექსანდრ გრუევი 1983 წელსაა დაბადებული და 187 სმ სიმაღლისაა. სხვადასხვა დროს გამოდიოდა "რილსკიში", "ლევსკიში" (ორივე ბულგარეთი), "აჰვაზსა" (ირანი) და "ზლატოროგში" (სლოვენია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული