U20: "ქუთაისმა" სტუ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
20-წლამდელთა მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. მეოთხედფინალურ მატჩში "ქუთაისმა" სტუ-ს უმასპინძლა და მეტოქე 76:63 დაამარცხა.

ქუთაისელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და საწყისი პერიოდის ბოლო წინ 17:9 გავიდნენ. მეორე მეოთხედში "ტექნიკოსები" აქტიურად ათამაშდნენ და სხვაობა 3 ქულამდე შემაცირეს - 32:35.

მესამე მეოთხედის შუაწელში სტუ-მ სხვაობა მინიმამადეც დაიყვანა ( 39:40), თუმცა მიუხედავად ამისა მასპინძლებმა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მაინც არ მისცეს და მესამე მეოთხედის ბოლოს თავიაანთ სასარგებლოდ 6-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს - 52:46.

დასკვნით მეოთხედში სტუ კვლავ მდევრის როლში იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ ვერაფერს გახდა. შეხვედრის
დასრულებმადე 1:15 წუთით ადრე ქუთაისელები 10 ქულით დაწინაურდნენ - 71:61, დარჩენილ დროში კი მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს და ნახევარფინალური საგზური მოიპოვეს.

გამარჯვებულებს 29 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, ხოლო 9 ქულითა და 10 მოხსნით ერთადერთი ქულა გიორგი ცირეკიძეს დააკლდა. სტუ-ს მხრიდან კი 20 ქულით საბა ლობჟანიძე გამოირჩა, რომელმაც საკუთრ გუნდს 20 ქულა შესძინა.

მაშ ასე, ნახევარფინალურ სერიაში, რომელიც ორ მოგებამდე გაგრძელდება, ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს "სოხუმი"-"ქუთაისი" და "დინამო"-"შსს აკადემია" დაუპირისპირდებიან, ხოლო პლეი აუტში სტუ - "კარდინალისა" და "ოლიმპი"-"რუსთავის" შეხვედრა შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული