თამამად უნდა ითქვას, რომ წლეულს, როგორც არასდროს, პლეი ოფისგან მეტად საინტერესო ამბებს ველით. თუ ორი-სამი წლის წინათ მეოთხედფინალებს ფორმალური სახე ჰქონდა, განთესილი გუნდები სერიაში მშრალად ამარცხებდნენ მოწინააღმდეგეებს, ამჯერად არათუ იოლ გასეირნებებს არ უნდა ველოდეთ, გამორიცხული არ არის, რომელიმე განუთესავმა ფავორიტი "გაისტუმროს მარილზე".
დანარჩენს 3 მაისიდან ვნახავთ. აქ კი მეოთხედფინალების წყვილებს შემოგთავაზებთ:
არმია-სამედიცინო
ქუთაისი-თსუ
ოლიმპი-დინამო
შსს აკადემია-სოხუმი
XXII ტური
შსს აკადემია-რუსთავი 109:66
26:21, 31:6, 23:24, 29:15
შსს: მუდი (15ქ, 9პ,
რუსთავი: მაჭავარიანი (2ქ, 5პ, 3ჩ), გ. არაბული, გ. ბერუაშვილი, არწივიძე (7ქ), ბააკაშვილი (6ქ), ჩაჩანიძე (19ქ, 5მ), ხმელიძე (19ქ), ლორთქიფანიძე (6ქ), ტუჯანი (7ქ, 7მ, 4პ, 4ჩ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ს. საინერისი, გ. მიქელაძე.
22-ე ტურში ეს იყო მატჩი, რომელიც არცერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტდა. ამიტომ მასზე ვრცლად არ შევჩერდებით, მხოლოდ ერთს ვიტყვით - ოთხტურიანი შესვენების შემდეგ (ტრავმა ჰქონდა) მოედანს დაუბრუნდა შსს-ს მეფარე ტრეისი სმიტი.
გეორგიოს კეცელიდისი ("შსს აკადემიის" მწვრთნელი):"ჩვენთვის ადვილი მატჩი გამოდგა. კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით. ტრეისი სმიტს გამოვარჩევ, რომელიც ჩინებულად გამოიყურებოდა".
მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მწვრთნელი): "სეზონი დავასრულეთ. წლეულს შანსს ვაძლევდით ახალგაზრდა კალათბურთელებს. იმედია, ჩვენი გუნდი სამომავლოდ უფრო გაძლიერდება, რაც ფინანსურ მხარესთანააა დაკავშირებული".
* * *
არმია-ოლიმპი 78:66
17:18, 22:25, 20:16, 19:7
არმია: რიჩარდსონი (12ქ, 8მ, 4პ), ბაბიაშვილი (9ქ, 5მ), ბოისა (15ქ, 8მ), ტომასი (11ქ, 10მ), შელბომი (2ქ, 3ჩ, 3დ), დიასი (14ქ, 5პ), ვუდსაიდი (13ქ, 5პ), საყვარელიძე (2ქ).
ოლიმპი: გამყრელიძე (13ქ, 6პ), მილუტინოვიჩი, მ. ბერიშვილი (17ქ, 8მ), სლიუკა (3ქ), ტუტუსი (8ქ), ცინცაძე (10ქ, 6მ, 4პ), ტოდოროვიჩი (11ქ), ჰოგერი (4ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.
"ქუთაისს" საშინაო არენაზე ნებისმიერი მეტოქის ძლევა რომ შეუძლია, ამაში უკვე დავრწმუნდით. იმერლებმა "ოლიმპსაც" აჯობეს და "არმიის" დამარცხებამდე ცოტა დააკლდათ. აქედან გამომდინარე, ნახევარფინალში შეხვედრის შემთხვევაში ოლიმპელებს ქუთათურებთან მოედნის უპირატესობა უნდა დაებევებინათ. ამისთვის კი აუცილებელი იყო "არმიის" დამარცხება.
თავის მხრივ, ძალოვნებს იმ იშვიათ გუნდთა შორის ჩაწერა სურდათ, რომლებმაც რეგულარული წაუგებლად დაასრულეს ("ვითა", "რუსთავი")...
როგორც მოსალოდნელი იყო, "ოლიმპის" თავკაცმა გია კაზანჯიანმა სასტარტო ხუთეულში პირველად დააყენა გამოჯანმრთელებული გიორგი ცინცაძე. მისი მეურვეობა ანატოლი ბოისამ იკისრა, თუმცა მეხუთე წუთისთვის მწვრთნელმა ტოლიკა შეცვალა, რადგან "ბუსთან" (ცინცაძის მეტსახელი) ჭიდილში ორი ჯარიმა მიიღო. ბოისაზე ლაპარაკს მეორედ რომ აღარ დავუბრუნდეთ, აქვე გეტყვით, რომ არმიელთაგან ყველაზე მეტი სწორედ მან ჩააგდო (15 ქულა) და ნამატჩევს მწვრთნელისგან კომპლიმენტიც დაიმსახურა.
მოკლედ, უკანა ხაზში ცინცაძე-გამყრელიძის დუეტი ვუდსაიდი-ბოისასას დაეჭიდა. ამ უკანასკნელთ ხშირად ენაცვლებოდა გილერმო დიასი, რომელიც ვუდსაიდის არყოფნაში გამთამაშებლის ფუნქციებს კარგად ასრულებდა და 14 ქულამდეც ავიდა.
თამაში ისე წარიმართა, რომ მწვრთნელებს ნომინალური ცენტრების, ივო ჰოგერისა ("ოლიმპი") და იოაკიმ შელბომის ("არმია") ბოლომდე გამოყენება არ დასჭირვებიათ. პირველმა 14 წუთი ითამაშა, მეორემ - 15.
სამაგიეროდ, დიდი დატვირთვა ჰქონდათ ფორვარდებს: როგორც ხშირად ხდება ხოლმე დაძაბულ შეხვედრებში, "არმიის" მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა უილიამ ტომასი მანამ არ შეცვალა, ვიდრე მატჩის ბედი არ გადაწყდა. ფლანგიდან კი ჯერემი რიჩარდსონი და დავით საყვარელიძე უტევდნენ. "ოლიმპის" მძიმე ფორვარდებს "დიდ ყურადღებას აქცევდა" ტომასი, მსუბუქი ფორვარდი მიხეილ ბერიშვილის შეჩერება კი ძალოვნებს გაუჭირდათ. მიშას ბოლო წუთამდე ხუთიდან ხუთი სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული, მეექვსე ტყორცნამ კი მიზანს ვერ მიაღწია.
საწყისი 30 წუთის განმავლობაში გადამწყვეტი უპირატესობა ერთმა გუნდმაც ვერ მოიპოვა. მთავარ კითხვაზე ბოლო მეოთხედს უნდა ეპასუხა: შემადგენლობაგანახლებულ "ოლიმპს" ეყოფოდა თუ არა ენერგია კარგად შეკრული "არმიის" დასაჯაბნად.
არ ეყო: მეოთხე პერიოდის დასაწყისში სამი წუთი "ოლიმპმა" მშრალად ჩაატარა, საკუთარ კალათში კი სამი სამქულიანი მიიღო (ბოისა, რიჩარდსონი, დიასი) და მეტოქეს 61:72 ჩამორჩა...
კოტე ტუღუში ("არმიის" მწვრთნელი):"გახარებული ვარ, რომ რეგულარული ჩემპიონატი წაუგებლად დავასრულეთ. ორმაგად მოხარული ვარ, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო ბოისა. არადა, ამბობდნენ, თითქოს მხოლოდ ლეგიონერების ხარჯზე ვიგებდით. "ოლიმპმა" პირველ ტაიმში სამქულიანები ფენომენალური პროცენტულობით ისროლა და სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ მეორე ტაიმში ამის აღმოსაფხვრელად გარკვეული სამუშაო გავწიეთ და გავიმარჯვეთ".
გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მწვრთნელი):"არმიამ" განსაკუთრებით ბოლო მეოთხედში ზღაპრული დაცვა ითამაშა და შანსი არ დაგვიტოვა. არადა, თავიდან პერიმეტრზე კარგად გამოვიყურებოდით: 10-დან 7 სამქულიანი ჩავაგდეთ. თუმცა მოველოდით, რომ მთელ თამაშს ასე ვერ ჩავატარებდით. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ვიმედოვნებ, მომავალში ამ გუნდთან უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ".
* * *
თსუ-დინამო 98:95 დ.დ.
27:15, 17:17, 14:30, 28:24, 12:9
თსუ: კოხრეიძე (2ქ, 7მ, 6პ), ჩიტაშვილი (24ქ, 8მ, 8პ, 3ჩ), ხიზანიშვილი (12ქ), შერმადინი (12ქ, 7მ), ზ. მაისურაძე, ჩქარეული (3ქ), ბაქრაძე, ჩიკვილაძე (43ქ, 7ჩ, 3პ), ვ. ბერუაშვილი (2ქ).
დინამო: ს. ლეჟავა (6ქ, 8პ), კეიდია (7ქ, 5მ, 3პ), მეხრიშვილი (5ქ), სუხიშვილი (2ქ), გრუევი (7ქ, 3პ), ზეჩევიჩი (18ქ, 3პ), ოლუიჩი (18ქ, 13მ, 5პ, 5დ), კარტერი (32ქ, 15მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი
მეორე პერიოდში თსუ-მ 17-ქულიან უპირატესობას მიაღწია, თუმცა დინამოელებმა, გამოცდილი ალექსანდრ ზეჩევიჩის წინამძღოლობით, ანგარიში არათუ გაათანაბრეს, დაწინაურდნენ კიდეც. ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე მაინც "დინამოს" მოუწია წონასწორობის აღდგენა: ქიენ კარტერმა ფარქვეშიდან 86:86 დააფიქსირა და დაინიშნა ოვერტაიმი, რომელშიც თსუ-მ მეტოქეს არაფერი დაუთმო.
მეორე პერიოდში ხელის ტრავმა მიიღო დინამოელთა ახალწვეულმა ბულგარელმა ალექსანდრ გრუევმა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო შეხვედრა იყო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენხანს იუქმებს იგი.
თსუ-ს უკანახაზელმა ბექა ჩიკვილაძემ სეზონის რეკორდი დაამყარა - 43 ქულა მოაგროვა და ორით გაუსწრო "შსს აკადემიის" გამთამაშებელ ლარი ბლერს, რომელსაც 41-41 ქულა ორჯერ ჰქონდა ჩაგდებული.
ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი):"ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, რეგულარულ ჩემპიონატში გაგვესწრო უნივერსიტეტების გუნდებისთვის, რასაც მივაღწიეთ კიდეც. მოხარული ვარ, რომ პლეი ოფში "არმიასთან" არ მოგვიწევს თამაში, სადაც მეტოქეს მოგების 99-პროცენტიანი შანსი ექნებოდა. ახლა "ქუთაისს" დავუპირისპირდებით და ვფიქრობ, შანსები 80/20-ზეა, იმერელთა სასარგებლოდ".
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მწვრთნელი):"რა რესურსიც გვქონდა, იმით ვითამაშეთ. ახალმა ლეგიონერმა ალექსანდრ გრუევმა ტრავმა მიიღო და მხოლოდ 12 წუთი ითამაშა. არ გვყავდა დუდა სანაძე, გუნდი დატოვა გიორგი მარხვაშვილმა; ალექსანდრე ზეჩევიჩმა კი 5 პერსონალური ფოლი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა".
* * *
სოხუმი-სტუ 93:54
26:13, 17:15, 30:5, 20:21
სოხუმი: ფარღალავა (28ქ, 6მ, 4პ, 3ჩ), როგავა (3ქ), ბულიავა (5ქ), ჩლაიძე (4ქ, 4პ), ათუაშვილი (17ქ, 17მ, 2დ), ფაცაცია (10ქ, 17მ, 13პ), გაფრინდაშვილი (3პ), ქადარია (5ქ, 6მ), ჯგერენაია (12ქ), ჩაჩიბაია (9ქ, 6მ).
სტუ: ტეტელაშვილი (6ქ, 5მ, 5პ), თევზაძე (2ქ), ჭოხონელიძე, ხანიაშვილი (9ქ, 7მ, 5ჩ), კობიძე (4ქ, 8მ), ჯავახიშვილი, ახალაია, დეკანოიძე (10ქ, 3პ, 3ჩ), ძიძიგური (1ქ, 6მ, 4პ), კოპალიანი (5ქ), ანთაძე (17ქ).
მსაჯები: ბერიშვილი, მ. კუპატაძე, ს. საინერისი
იშვიათი ამბის მომსწრენი გავხდით "სოხუმი"-სტუ-ს დაპირისპირებისას: სამ კომპონენტში გადალახა ათიანი ნიშნული სოხუმელმა ლევან ფაცაციამ. მის ანგარიშზე 17 მოხსნა, 13 პასი და 10 ქულაა.
ტურის საუკეთესო კალათბურთელებად ლევან ფაცაცია და ბექა ჩიკვილაძე დავასახელეთ.
ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მწვრთნელი):"მსურდა, ამ ტურში თსუ-ს მოეგო "დინამოსთვის" და შარშანდელის მსგავსად, მეოთხედფინალში კვლავ "შსს აკადემიას" შევხვედროდით. შანსებს 50/50 შევაფასებდი, მაგრამ იმედია, ისტორია განმეორდება და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება".
გია ტეტელაშვილი (სტუ-ს მეორე მწვრთნელი):"სტუ პირველ წრეში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ შუა სეზონში რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა და გუნდის ხელახლა აწყობა მოგვიწია. სოხუმს ჩვენზე გაცილებით გამოცდილი კალათბურთელები ჰყავს და შედეგიც სახეზეა. ამასთან, ტრავმის გამო გვაკლდა ორი მოთამაშე - ლუკა ნოზაძე და ზურაბ მაჩალაძე".
საბოლოო მდგომარეობა
ა გ თ მ წ სხ ქ
1. არმია 20 20 0 1815/1296 40
2. ქუთაისი 20 16 4 1707/1511 36
3. ოლიმპი 20 16 4 1691/1455 36
4. შსს აკადემია 20 12 8 1769/1535 32
5. სოხუმი 20 11 9 1595/1520 31
6. დინამო 20 10 10 1658/1713 30
7. თსუ 20 8 12 1632/1737 28
8. სამედიცინო 20 7 13 1591/1724 27
9. სტუ 20 5 15 1478/1751 25
10. რუსთავი 20 3 17 1402/1749 23
11. ბათუმი-რსუ 20 2 18 1443/1790 22
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"