თავდაპირველად შეხვედრა აკადემიელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც საწყის მეოთხედში 12:7 გავიდნენ წინ. მეორე მეოთხედში "სოხუმი" გააქტიურდა და აღნიშნული პერიოდის მე-7 წუთზე საყაიმო ანგარიში დააფიქსირა (23:23), თუმცა "აკადემიამ" მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა და დიდ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით 29:28 დაწინაურდა.
საინტერესო გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც სოხუმელთა სასარგებლოდ წარიმართა. შეხვედრის ამ მონაკვეთში "ზღვისპირელებმა" მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და 50:41 გავიდნენ წინ.
გადამწყვეტ მეოთხედში სოხუმელები
"სოხუმს" 13 ქულით ზაალ ჩხეიძემ ულიდერა, ხოლო 9 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა სოსო მაჭავარიანს დააკლდა.
"აკადემიის" მხრივ კი, თავი თემურ პეტრიაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 17 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება და აკადემიისა და "სოხუმის" განმეორებითი შეხვედრა 26 აპრილს ვაკეში მდებარე საკალათბურთო დარბაზში, 16:00 საათზე გაიმართება.
www.u-16.ge