სუპერლიგა. XXII ტურის რჩეულნი: ბექა ჩიკვილაძის აკორდი

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო აკორდი რეკორდული აღმოჩნდა: თსუ-ს უკანახაზელმა ბექა ჩიკვილაძემ სეზონში ყველაზე მეტი სამქულიანი (8) ჩააგდო და ლარი ბლერის რეკორდი დაამხო.

"შსს აკადემიის" ამერიკელ უკანახაზელს ორჯერ ჰქონდა მოგროვილი 41 ქულა. ბექამ ეს მაჩვენებელი ორით გააუმჯობესა - 43.

სხვათა შორის, მე-11 ჩემპიონატის რეკორდსმენიც ჩიკვილაძეა. მან სტუ-ს მაისურით 2010-11 წლების სეზონში 42 ქულას მოუყარა თავი.

22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ბექასთან ერთად მოხვდა ტოპმატჩის ორი გამორჩეული კალათბურთელი: ანატოლი ბოისა და მიხეილ ბერიშვილი. ხოლო "ქუთაისის" ფორვარდმა დავით ბარბაქაძემ სიმბოლური ნაკრები აკურატულობით დაიმსახურა - მას
ტურში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა (12-იდან 10 ორქულიანი, 1-იდან 1 სამიანი).

ლევან ფაცაცია კი მესამე კალათბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში სამმაგი დუბლი გაიფორმა. იგი სამ კომპონენტში ასცდა ერთნიშნა მაჩვენებელს: 10 ქულა, 17 მოხსნა, 13 პასი.

შსს აკადემია-რუსთავი 109:66
არმია-ოლიმპი 78:66
თსუ-დინამო 98:95 დ.დ.
სოხუმი-სტუ 93:54
ქუთაისი-ბათუმი 86:67

რეკორდები
ქულა
43 - ბექა ჩიკვილაძე (თსუ)
2-ქულ 4/13; 3-ქულ 8/16; საჯ 11/19
21.04.12 შსს-თსუ

მოხსნა
20 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)
(მეტოქ: 4; საკუთ: 16)
23.12.11 ბათუმი-ქუთაისი

პასი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
29.10.11 შსს-ოლიმპი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
10.12.11 დინამო-ოლიმპი
14 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)
17.12.11 სოხუმი-არმია

ჩაჭრა
8 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)
10.03.12 სამედიცინო-არმია

დაფარება
6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)
15.10.11 თსუ-ოლიმპი
6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)
05.11.11 დინამო-სამედიცინო
6 - მილან ოლუიჩი (დინამო)
14.02.12 დინამო-არმია
6 - მილან ოლუიჩი (დინამო)
17.03.12 დინამო-ბათუმი
6 - მილან ოლუიჩი (დინამო)
06.04.12 დინამო-სტუ

სეზონის ყველა სამმაგი
რიჩარდ მათიაშვილი VS სტუ:
24 წუთი, 12 ქულა, 11 მოხსნა, 13 პასი.
ლაშა გამყრელიძე VS დინამო
33 წუთი, 27 ქულა, 10 მოხსნა, 14 პასი.
ლევან ფაცაცია VS სტუ
30 წუთი, 10 ქულა, 17 მოხსნა, 13 პასი.

სამიდან...
სუპერლიგის პლეი ოფი 3 მაისს დაიწყება და როდის დასრულდება, ჯერ უცნობია. საქმე ისაა, რომ ფინალი სამ მოგებამდეა და სერია შესაძლოა, სამიდან ხუთ მატჩამდე გაიწელოს. ასეა თუ ისე, 25 მაისს გამარჯვებული გვეცოდინება, 21-ე ჩემპიონატიც წარსულს ჩაბარდება და დარჩება ერთი შეხვედრა - ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი, რომელიც 30 მაისს გაიმართება და მასში ქვეყნის ჩემპიონი თასის მფლობელს დაუპირისპირდება.

მაისის ბოლოზე ბევრი კი ვთქვით, მაგრამ არანაკლები დაძაბულობა დასაწყისში გველის: 3-7 მაისს მეოთხედფინალებია, 9-15 მაისს - ნახევარფინალები. პლეი ოფის პირველი რაუნდი ორ მოგებამდეა, ხოლო ნახევარფინალი და ფინალი - სამამდე.
აი, სრული განრიგიც:

1/4 ფინალი
3 მაისი. სპორტის სასახლე. თბილისი
1. 12:00 არმია-სამედიცინო
2. 14:00 შსს აკადემია-სოხუმი
3. 16:00 ოლიმპი-დინამო

ქუთაისი
4. 18:00 ქუთაისი-თსუ

5 მაისი. სპორტის სასახლე, თბილისი
1. 12:00 სამედიცინო-არმია
2. 14:00 სოხუმი-შსს აკადემია
3. 16:00 თსუ-ქუთაისი
4. 18:00 დინამო-ოლიმპი

7 მაისი*

სპორტის სასახლე, თბილისი
არმია-სამედიცინო
ოლიმპი-დინამო
შსს აკადემია-სოხუმი

ქუთაისი
ქუთაისი-თსუ

1/2 ფინალი
9 მაისი: 1-2, 4-3
10 მაისი: 1-2, 4-3
12 მაისი: 2-1, 3-4
13 მაისი*: 2-1, 3-4
15 მაისი*: 1-2, 4-3

ფინალი
19, 20, 22, 23*, 25* მაისი

*თუ დასჭირდათ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული