U16: "კარდინალმა" "ქუთაისს" სძლია და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

AutoSharing Option
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 16-წლამდელთა ფინალური საგზურისთვის შედგა "კარდინალისა" და "ქუთაისის" დაპირისპირება.

ნახევარფინალური სერიის განმეორებით მატჩში "კარდინალმა" 67:48 დაამარცხა მეტოქე და სერიაში ანგარიში 1:1 გახდა.

მატჩის საწყისი ათწუთეული "კარდინალის" მცირე უპირატესობით წარიმართა, რომელიც პერიოდის მიწურულს 3 ქულით დაწინაურდა - 15:12.

მეორე პერიოდში გუნდებმა თანაბარი თამაში აჩვენეს, თუმცა მასპინძლებმა შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და შეხვედრის პირველ ნახევარში 32:29 იმარჯვეს.

მესამე მეოთხედში "კარდინალმა" კიდევ უფრო იაქტიურა და 51:42 გავიდა წინ.

გადამწყვეტი მეოთხედი კი გუნდმა ძალიან მობილიზებულად ჩაატარა, დაცვაში შესანიშნავად იასპარეზა და
მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 3:00 წუთით ადრე თავის სასარგებლოდ 20-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა - 64:44.

დარჩენილ დროში ქუთაისელებმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს და მარცხი განიცადეს.

მასპინძლებს 18 ქულით ლევან გოგალაძემ ულიდერა, ხოლო 15 ქულითა და 23 მოხსნით, ორმაგი დუბლით დიმიტრი ბობილევი გამოირჩა.

"ქუთაისის" შემადგენლობაში ორმაგი დუბლით გამოირჩა ირაკლი მაცაბერიძე, რომელმაც საკუთარ გუნდს 13 ქულა და 11 მოხსნა შესძინა.

"ქუთაისისა" და" კარდინალის" ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი 1 მაისს ქუთაისში 16:00 საათზე გაიმართება.

www.u-16.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული