მასპინძლებმა მეტოქე დამაჯერებლად 76:54 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
შეხვედრის საწყსისი ათწუთეული გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში "ქვემოქართლელები" აქტიურად ათამაშდნენ და მატჩის პირველ ნახევარში 42:34 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მესამე მეოთხედი ძალიან მობილიზებულად ჩაატარეს და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს ( 63:46), ხოლო დასკვნით მეოთხედში დაცვაში შესანიშნავად გაისარჯნენ და მეტოქეს შანსიც არ დაუტოვეს.
"ჰიუნდაის" გუნდს 16 ქულა დავით როგავა შესძინა, ხოლო "რუსთავის" შემადგენლობაში 15 ქულით თავი
მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებს გავესაუბრეთ.
ირაკლი მებურიშვილი (რუსთავის მწვრთნელი): "შეხვედრამ საინტერესოდ და დაძაბულად ჩაიარა. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და მათით კმაყოფილი ვარ.
ყველა მოთამაშემ, ვინც დღეს მოედანზე გავიდა, თავის საქმეს ჩინებულად გაართვა თავი. "ჰიუნდაის" გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მისი გატეხვა საბოლოოდ მეოთხე მეოთხედის შუაწელში მოვახერხეთ. ვფიქრობ, მეტოქემ ფიზიკურად ვეღარ გაგვიძლო.
მართალია, სერიაში დავწინაურდით, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა. წინ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრა გველის. გავაანალიზებთ ჩვენს თამაშს და მომავალი მატჩისთვის შეცდომებს გამოვასწორებას ვეცდებით.
უყურადღებობის გამო ბევრი დაკარგვა გვქონდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ძალიან ხისტად ითამაშა დაცვაში და სწორედ ამის ხარჯზე გაიმარჯვა".
ნიკო ჩერქეზიშვილი (ჰიუნდაის მწვრთნელი): "ძალინ ცუდად ჩავატარეთ თამაში და არაფერი გამოგვივიდა. მატჩის პირველი ნახევარი შედარებით ნორმაულარდ დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში ვერაფერი გავაწყეთ. "რუსთავმა" "ზონური" დაცვა ითამაშა, რასაც არ მოველოდით.
სერიის განმეორებით შეხვედრაში სულ სხვა თამაშს ვაჩვენებთ. მეტოქის "ზონას" დავუშლით და მატჩის ასე იოლად ჩატარების საშუალებას აღარ მივცემთ".
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერიის განმეორებითი მატჩი "ჰიუნდაისა" და "რუსთავს" შორის 1 მაისს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 12:00 საათზე გაიმართება.
www.u-18.ge