U18: "ქუთაისი" ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

AutoSharing Option
18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში "ქუთაისისა“ და "შსს აკადემიის" დაპირისპირება გაიმართა, სადაც ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე მეტოქე დამაჯერებლად - 95:80 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

მატჩის საწყისი წუთები სტუმართა სასარგებლოდ დაიწყო, თუმცა ქუთათურები მალევე გააქტიურდნენ და პირველი პერიოდის ბოლოს 27:22 დაწინაურდნენ.

შეხვედრის მეორე მეოთხედი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც ჩინებულად იასპარეზეს როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში და ტაიმში სოლიდური სხვაობით, 60:37 იმარჯვეს.

მესამე მეოთხედი "ქუთაისმა“ კვლავ მობილიზებულად ჩაატარა და ანგარიშში სხვაობაც კიდევ უფრო გაზარდა - 84:55. "შსს აკადემიამ" დასკვნით მეოთხედში ვეღარაფერი
გააწყო და მეტოქეს სერიაში - 0:1 ჩამორჩა.

"ქუთაისის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა - ნოდარ გოგოძემ 29 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო გიორგი ცირეკიძემ 12 ქულა და 16 მოხსნა. აკადემიელთა მხრიდან 27 ქულით ნუგზარ აბულაძე გამოირჩა, ხოლო 10 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი შოთა გელაზონიამ შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განმეორებითი მატჩი "შსს აკადემიასა" და "ქუთაისს“ შორის 1 მაისს, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, 14:00 საათზე გაიმართება.

www.u-18.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული