U20: "შსს აკადემია" ბრინჯაოს დაეუფლა

AutoSharing Option
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში მე-3 ადგილისთვის "შსს აკადემიისა" და "ქუთაისის" დაპირისპირება გაიმართა, სადაც აკადემიელებმა 74:64 დაამარცხეს მეტოქე და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

"შსს აკადემიამ" თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და საწყის ათწუთეულში 20:17 დაწინაურდა. მეორე მეოთხედი "ძალოვნებმა" კიდევ უფრო მობილიზებულად ჩაატარეს და ტაიმში სოლიდური სხვაობით, 41:28 იმარჯვეს.

მესამე მეოთხედში ქუთაისელებმა სხვაობა 14 ქულამდე შეამცირეს (46:59), თუმცა დასკვნით პერიოდში მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და დამარცხდნენ.

"შსს აკადემიის" შემადგენლობაში ორმაგი დუბლით უკრაინელი ლეგიონერი ანდრეი კულიჩი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა,
ხოლო ნოდარ თენიეშვილს ორმაგ დუბლამდე ერთდაერთი მოხსნა დააკლდა (23ქ.9მ).

რაც შეეხება ქუთაისს, მის რიგებში 16 ქულა ერთბაშად სამმა მოთამაშემ დააგროვა - ლევან გრძელიძემ, ნოდარ გოგოძემ და ზეზვა ლილუაშვილმა.

www.u-20.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული