U16: "კარდინალი-ორბი" ფინალშია

AutoSharing Option
2 მაისს ქუთაისში 16-წლამდელთა ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს ადგილობრივი "ქუთაისი" და "კარდინალი"დაუპირისპირდნენ.

ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში "კარდინალმა" მეტოქე დამაჯერებლად, 73:58 დაამარცხა, სერიაში 2:1 იმარჯვა და ფინალში გავიდა.

"კარდინალი-ორბმა" შეხვედრის საწყის წუთებშივე მოიპოვა უპირატესობა და პირველ ათწუთეულში 24:12 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში ქუთაისელებიც ამოქმედდნენ, თუმცა სტუმრებმა მოახერხეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და ტაიმის ბოლოს თავიანთ სასარგებლოდ 40:28 დააფიქსირეს.

მესამე მეოთხედი "თბილისის კარდინალებმა" კვლავ მობილიზებულად ჩაატარეს და მეტოქეს შანსიც არ დაუტოვეს. "ქუთაისმა" ვერც დასკვნით მეოთხედში შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და ნახევარფინალურ სერიაში 0:1 ჩამორჩა.

"კარდინალის"
გუნდში ორმაგი დუბლით თავი ერთბაშად ორმა მოთამაშემ გამოიჩინა. ვასილ მჭედლიშვილმა 19 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი გუგეშაშვილის ანგარიშზე 17 ქულა და ამდენივე მოხსნაა. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო იყო გიგი ვადაჭკორია, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა.

www.u-16.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული