სუპერლიგა. პლეი ოფი: "არმიამ" "სამედიცინო" გაანადგურა

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლე 3 მაისს სუპერლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებს მასპინძლობს.

დასრულდა შეხვედრა "არმიასა" და "სამედიცინოს" შორის, სადაც არმიელებმა "მედიკოსებს" დიდი სხვაობით, 100:70 სძლიეს და მეოთხედფინალურ სერიაში, რომელიც ორ მოგებამდე გრძელდება, 1:0 დაწინაურდნენ.

"არმიამ" მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყო და საწყის ათწუთეულში 27:18 დაწინაურდა, ხოლო ტაიმში 54:34 იმარჯვა.

თსსუ-მ ვერც მესამე მეოთხედში შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და აღნიშნულ მეოთხედში მეტოქეს 46:80 ჩამორჩა. დასკვნითი მეოთხედი არმიელებმა კვლავ მობილიზებულად ჩაატარეს და პლეი ოფი იოლი გამარჯვებით გახსნეს.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს 18 ქულა კოკა ტომარაძემ შესძინა,
ხოლო 14 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილმა შეასრულა. "არმიის" შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი, 17 ქულა, ჯერემი რიჩარდსონის ანგარიშზეა.

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე "არმიისა" და სამედიცინოს მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): "პლეი ოფი ბევრად განსხვავებულია რეგულარული ჩემპიონატისგან და ფსიქოლოგიური დატვირთვაც დიდია. წელს ძალიან საინტერესო სეზონი იყო. სამედიცინომ მე-8 ადგილი დაიკავა და ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი გუნდია, რომელიც საკმაოდ სანახაობრივ კალათბურთს აჩვენებს.

აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა და ვემზადებით მეორე განმეორებითი მატჩებისთვის.

რაც შეეხება გიორგი შარაბიძეს, მას ფეხის ტრავმა გაუმიზეზდა და მომდევნო მატჩში ვერ დაგვეხმარება. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამის თქმა შემიძლია.
დანარჩენს კი მომავალში შევიტყობთ".

კახა შენგელია (თსსუ-ს მწვრთნელი): "იყო სასიხარულო მომენტები, თამაშის გარკვეულ მონაკვეთებში ჩვენმა გუნდმა გაიბრწყინა კიდეც. წარმატებებს ვუსურვებ "არმიის" გუნდს და ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს საქართველოს მომავალ ჩემპიონებთან დავმარცხდით. რა თქმა უნდა, ამას ვამბობ მთელი რეგულარული ჩემპიონატიდან გამომდინარე და არა მხოლოდ დღევანდელი მატჩიდან.

ვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის, რათა ღირსეულად წარ
ვდგეთ მაყურებლის წინაშე და მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა გავუწიოთ. რაც შეეხება ფილიპ სამოილოვიჩს, მას ოთხთავა კუნთი აქვს დაზიანებული და მომდევნო შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება.

მისი ტრავმა საკმაოდ სერი
ოზულია და შესაძლოა, ჩვენს გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ შემოუერთდეს. სამედიცინო მხარეს მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, მაგრამ ექიმების განცხადებით, მკურნალობას ხანგრძლივი დრო ესაჭიროება".

ბუბა კვიმსაძე: "მთელი ჩეპიონატის მანძილზე ვცდილობთ ჩვენი შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და მწვრთნელის მითითებები მაქსიმალურად შევასრულოთ.

მადლობა ბატონ კახას ასეთი სიტყვებისთვის და ვიტყვი, რომ მეტოქემ დღეს მართლაც ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია"
.

გიორგი პირველაშვილი: "რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მაგრამ იყო მომენტები, სადაც ვერაფერი გავაწყვეთ და თამაში დავთმეთ. მიუხედავად ამისა, წინ გადამწყვეტი მატჩები გველოდება. ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად ჩვენს მოწინააღმდეგეებს დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ".

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული