სტუ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდება?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს საკალათბურთო კლუბებისთვის 200-200 ათასი ლარის გამოყოფა დაევალათ, გაჩნდა იმედი, რომ მდიდარი საკალათბურთო ტრადიციების მქონე სტუ სუპერლიგას დაუბრუნდებოდა. ტრადიციების სიმდიდრე გაბუქებული ნათქვამი არ არის - საბჭოთა პერიოდში სტუ (იმხანად გეპეიდ ცნობილი) "დინამოს" შემდეგ მეორე გუნდი იყო, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ჩემპიონატში ამინდს ქმნიდა - 2005 წელს ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, რის შემდეგაც ერთი წელი იარსება და საკალათბურთო სარბიელიდან გაქრა.

შარშან სტუ-ში ახალგაზრდული გუნდი შეიქმნა და დუბლების ჩემპიონატში ითამაშა. 2010-11 წლების სეზონის წინ გამოცდილმა მწვრთნელმა
ზურაბ ტომარაძემ ნიჭიერი კალათბურთელები შეკრიბა და სუპერლიგისთვის მზადებას შეუდგა. გუნდის სიახლეებზე სასაუბროდ გუშინ ბატონ ზურაბს დავუკავშირდით. მან შემადგენლობაც ჩამოგვითვალა, შორსმიმავალი პერსპექტივებიც გაგვანდო, თუმცა დაამატა - სუპერლიგაში ჩვენი გამოსვლა ჯერ არ გადაწყვეტილაო.

საბოლოო გადაწყვეტილება სასწავლებლის უფროსობამ უნდა მიიღოს. არადა, დრო არ ითმენს - სუპერლიგის ხელმძღვანელები კლუბებისგან მონაწილეობაზე საბოლოო პასუხს დღეს საღამომდე ელიან.

იმედი დავიტოვოთ, რომ სტუ თსუ-ს, "აგრარულსა" და "სამედიცინოს" არ ჩამორჩება და უმაღლეს ლიგას დაუბრუნდება. 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული