სოხუმი-დინამო 86:85
23:19, 14:25, 24:21, 25:20
სოხუმი: როგავა (15ქ, 7პ, 7მ, 3დ), გაფრინდაშვილი (2ქ), ძიძიგური (5ქ), ზედელაშვილი (5ქ), ჯინჭარაძე (9ქ, 10მ, 4პ, 2დ), დვალიშვილი (14ქ, 15მ, 2დ), მესხი (14ქ, 7მ), ანანიაშვილი, ბულიავა (22ქ).
დინამო: გაბისონია (2ქ, 8მ, 3პ, 3ჩ, 2დ), ლომიძე (2ქ), სანაძე (28ქ, 8მ, 7პ), კოსტავა, ალხანაიძე (17ქ, 9მ), მეხრიშვილი (17ქ, 9მ), ორმოცაძე (3ქ, 6მ), დოლიძე (4ქ), ჩოჩია (12ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე, ს. საინერისი.
როგორც ფინალს ეკადრებოდა, ისეთი გამოვიდა საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის
მანამდე გუნდებმა თითო გამარჯვება "გაცვალეს" და რადგან სერია 2 მოგებამდე იყო, საქართველოს ჩემპიონი გუშინდელ შეხვედრას უნდა გამოევლინა.
დინამოელებმა მეორე პერიოდი 25:14 მოიგეს და ანგარიშში უპირატესობას მეოთხე პერიოდის შუამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა, როგორც თანაბარი ძალის გუნდებს ახასიათებთ, ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა: სირენამდე 11 წამით ადრე "სოხუმმა" სწრაფი იერიში განავითარა და ოთარ ბულიავამ ჯარიმების ტყორცნის უფლება მოიპოვა - 1+1 და 86:85.
დარჩენილ დროში "დინამომ" შანსი ვერ გამოიყენა და 20-წლამდელთა ჩემპიონატში გამარჯვება "სოხუმს" დარჩა. სიტყვებით მატჩისშემდგომი ემოციების გამოხატვა შეუძლებელია. გირჩევთ, ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოს დააკვირდეთ...
ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად ჩემპიონთა გამთამაშებელი რეზო როგავა დასახელდა, რომელსაც ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, რაჟიკო დარბაიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"