სუპერლიგის ფინალში ერთმანეთს "არმია" და "ოლიმპი" შეხვდებიან

AutoSharing Option
თბილისის სპორტი სასახლეში დასრულდა ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრა "სოხუმსა" და "არმიას" შორის, სადაც არმიელებმა დიდი სხვაობით 92:66 დაამარცხეს მეტოქე, სერიაში 3:0 იმარჯვეს და ფინალური საგზური მოიპოვეს.

მატჩის საწყისი წუთები გუნდების თანაბარი უპირატესებით წარიმართა (20:20), თუმცა მეორე პერიოდში არმიელები დიდი სხვაობით დაწინაურდნენ და ტაიმში 49:30 დაწინაურდნენ.

"არმიის" გუნდმა მოპოვებული უპირატესობა მესამე მეოთხედშიც შეინარჩუნა, ხოლო დასკვნით ათწუთეულში მეტოქეს შანსიც არ დაუტოვა.

"არმიამ" აღნიშნული პერიოდის შუაწელში თავის სასარგებლოდ ჯერ 21 ქულიანი სხვაობა დააფიქსირა (74:53), ხოლო 1:38 წუთით ადრე 30-ქულიან (89:59) უპირატესობას უწია და
მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.

გამარჯვებულებს 23-23 ქულა გილერმო დიასმა და ბენჟამენ ვუდსაიდმა შესძინეს, ხოლო 10 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი უილიამ ტომასმა გაიფორმა. რაც შეეხება "სოხუმს" მის შემადგენლობაში 15 ქულით ჯოშუა ჯეკსონი გამოირჩა, ხოლო 12 ქულითა და ამდენივე მოხნით ორმაგი დუბლი სტეფან მილოშევიჩმა შეასრულა.

დასრულდა ნახევარფინალურის სერიის მესამე შეხვედრა "ოლიმპისა" და "ქუთაისს" შორის. მატჩში გამარჯვება "ოლიმპმა" იზეიმა - 73:69, რომელმაც სერიაში 3:0 დაამარცხა მეტოქე და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეხვედრა ძალინ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც ქუთაისელები მინიმალური სხვაობით 17:16 დაწინაურდნენ.

მეორე მეოთხედის ბოლოს წინ "ოლიმპი" გავიდა და ტაიმში 34:29 იმარჯვა. მესამე პერიოდში გუნდებმა კვლავ თანაბრად ითამაშეს, თუმცა ოლიმპელები უფრო მობილიზებულნი აღმოჩნდნენ და აღნიშნული ათწუთეულის მიწურულს 51:47 გავიდნენ წინ.

მეოთხე მეოთხედში რევაზ დიდიამ შორეული 3-ქულიანის წყალობით ქუთაისელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს- 50:51, მაგრამ ოლიმპიელებმა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცეს და გიორგი ცინცაძის შედეგიანი თამაშის ხარჯზე თავიანთ სასარგებლოდ 56:53 დააფიქსირეს.

ცინცაძეს მხარი ნიკიცა სლიუკამაც აუბა და ოლიმპის გუნდი შეხვედრის შუწელში 59:53 დაწინაურდა, თუმცა "ქუთაისის" მხრიდან კარგად გაისარჯნენ დავით ბარბაქაძე და თეიმურაზ ბაბუნაშვილი, რომლებმაც მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 3:30 წუთით ადრე 1 ქულამდე შეამცირეს სხვაობა - 60:61.

მატჩის დასასრულს დავით ბარბაქაძის 2 ქულიანით "ქუთაისი" წინ 63:62 გავიდნენ, თუმცა "ოლიმპმა"მოახერხა კონცენტრაციის მოხდენა და შეხვედრის ბოლო წუთზე 5 ქულიან უპირატესობას უწია - 70:65.

ქუთიასის სერბმა ლეგიონერმა დარკო კოჰადარევიჩმა მორიგი შორეული სროლა განახორციელა და 41 წამით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა - 67:70, თუმცა დარჩენილ დროში ოლიმპელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.

გადამწყევტ მომენტში ქუთაისის გუნდმა მეტოქეს სათანადო წინამდეგობა ვერ გაუწია და ნახევარფინალური სერია მარცხით დაასრულა.

ოლიმპის გუნდს 20 ქულითა და 9 მოხსნით გიორგი ცინცაძემ ულიდერა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. "ქუთაისის" მხრიდან კი ყველაზე შედეგიანი დარკო კოჰადარევიჩი აღმოჩნდა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლია.

* * *
თბილისის სპორტის სასახლეში 5-6 ადგილებისთვის ერთმანეთს "შსს აკადემია" და "დინამო" დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება აკადემიელებმა მოიპოვეს და მე-5 ადგილზე დამკვიდრდნენ.

შეხვედრის საწყის ათწუთეულში შსს კადემიამ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და 27:16 დაწინაურდა, ხოლო ტაიმში 10-ქულიანი სხვაობით 54:44 იმარჯვა.

მესამე მეოთხედში დინამოელებიც აქტიურად ათამაშდნენ, რომლებმაც მეოთხედის მიწურულს ჩამორჩენა 5 ქულამდე შემაცირეს - 73:78.

დაძაბული გამოდგა დასკვნითი მეოთხედი,რომლის დასაწყისში "დინამომ" სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 81:82, რის შემდეგაც თამაში ქულა-ქულაში წავიდა.

მიუხედავად ამისა, შეხვედრის მიწურულს, გადამწყევტ მომენტში "შსს აკადემიამ" შეძლო მობილიზება და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 1:06 წუთით ადრე წინ 96:88 გავიდა. დარჩენილ დროში "დინამომ" მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და მე-6 ადგილს დასჯერდა.

გამარჯვებულებს 36 ქულით ლარი ბლერმა ულიდერა, ხოლო დინამოელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ერთბაშად ორი მოთამაშე გამოირჩა. ალექსანდრე ზესევიჩმა 26 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო ქიენ კარტერის ანგარიშზე 16 ქულა და 10 მოხსნაა.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული