სუპერლიგა. 1/2-ფინალის რჩეულნი

AutoSharing Option
გამთამაშებლად ლაშა გამყრელიძე, ფლანგებზე ბენ ვუდსაიდი და გიორგი ცინცაძე, ფარქვეშ კი უილიამ ტომასი და ივან ტოდოროვიჩი.

ვფიქრობთ, მეტად საინტერესო ხუთეულია, მობილური, გამოცდილი... სწორედ ეს კალათბურთელები გაუძღვნენ საკუთარ კლუბებს ფინალისკენ.

ნახევარფინალში, მართალია, ორივე სერია მშრალი ანგარიშით (3:0) დასრულდა, მაგრამ წაგებულთაგანაც არაერთმა კალათბურთელმა ითამაშა კარგად.

ამიტომ საუკეთესოების გამორჩევა ძალიან გაგვიძნელდა. ასეთ დროს კი მშველელად მარგი ქმედების კოეფიციენტი მოგვევლინა. სწორედ ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს ამა თუ იმ კალათბურთელის ღირებულებას.

სამ ნახევარფინალში მოთამაშეთა მარგი ქმედების კოეფიციენტები შევკრიბეთ, სამზე გავყავით და ვისაც ყველაზე მაღალი მქკ აღმოაჩნდა,
სიმბოლურშიც ის შევიყვანეთ.

ამავე ხერხით გამოვავლინეთ ნახევარფინალური სერიის საუკეთესო კალათბურთელი. არმიელმა უილიამ ტომასმა სამივე შეხვედრა სტაბილურად ჩაატარა (საშუალოდ 20.3 მქკ) და MVP-ად აღიარებაც დაიმსახურა. მას სარგებლიანობის საშუალო მაჩვენებლით თანაგუნდელი ბენჟამინ ვუდსაიდი მოჰყვა - 17.7...

ტურის მწვრთნელებად ფინალისტი "არმიის" და "ოლიმპის" თავკაცები "დავნიშნეთ". კოტე ტუღუშისა და გია კაზანჯიანის გუნდებმა ნახევარფინალები მაღალ დონეზე ჩაატარეს.

რეკორდები
ქულა
43 - ბექა ჩიკვილაძე (თსუ)
2-ქულ 4/13; 3-ქულ 8/16; საჯ 11/19
21.04.12 შსს-თსუ

მოხსნა
20 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)
23.12.11 ბათუმი-ქუთაისი
20 - ქიენ კარტერი (დინამო)
03.05.12 ოლიმპი-დინამო

პასი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
29.10.11 შსს-ოლიმპი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
10.12.11 დინამო-ოლიმპი
14 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)
17.12.11 სოხუმი-არმია

ჩაჭრა
8 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)
10.03.12 სამედიცინო-არმია

დაფარება
11 - მილან ოლუიჩი (დინამო)
09.05.12 დინამო-თსუ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული