გუშინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში სუპერლიგაში თამაშის მსრუველ გუნდებს საბოლოოდ უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე - ითამაშებენ თუ არა უმაღლეს ლიგაში. საინტერესო იყო, რამდენი კლუბი მოახერხებდა თანხმობის თქმას. საღამოს სუპერლიგის ხელმძღვანელ გიორგი ზაბახიძეს დავუკავშირდით და სიახლეებზე ვკითხეთ.
- წინასწარ ვიცოდით, რომ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის სურვილი 12 გუნდს ჰქონდა. დღეს ათი კლუბის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სუპერლიგაში თამაში შეუძლიათ. "სოხუმმა" და "ჭიათურამ" ეს ვერ მოახერხა, - გვითხრა გიორგი ზაბახიძემ და დაამატა: განაცხადებში არის გარკვეული ხარვეზები, რომელთა აღმოსაფხვრელად ერთი-ორი დღეა საჭირო. სამშაბათს ყველა დეტალი
რადგან, სამშაბათამდე ზოგიერთი ნიუანსია მოსაწესრიგებელი, არ არის გამორიცხული "სოხუმმა" და "ჭიათურამაც" წარმოადგინონ გარანტიები. სადღეისოდ კი ცნობილია რომ 2010-11 წლებში საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებენ: შსს, არმიის საკალათბურთო კლუბი, რუსთავის "ენერჯი", თბილისის "დინამო", "ბათუმი", "ქუთაისი", თსუ, სტუ, "აგრარული", "სამედიცინო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"