პირველი შეხვედრა "ქუთაისმა" მოიგო, მეორე - "რუსთავმა", გადამწყვეტი მესამე თამაში იმერეთში გაიმართა და ადგილობრივთა გამარჯვებით დასრულდა - 107:82.
შეხვედრა ლევან გრძელიძისა და ნოდარ გოგოძის ბენეფისად იქცა. მათ ერთობლივად 71 ქულა მოაგროვეს.
რუსთაველთაგან 31 ქულითა და 16 მოხსნით გიორგი ოქროჭელიძე გამოირჩა.
ფინალი
ქუთაისი-რუსთავი 105:82
21:15, 23:17, 26:24, 35:26
ქუთაისი: ჩორგოლაშვილი, გრძელიძე (39ქ, 7პ, 7ჩ), ლილუაშვილი (12პ, 4ჩ), გოგოძე (32ქ, 7მ, 3პ, 2დ), ქარციძე, ფხაკაძე (9ქ, 17მ, 3პ), ცირეკიძე (15ქ, 5მ, 4პ), გამრეკლიძე
რუსთავი: დვალი (11ქ), აფციაური, ქიტოშვილი (4ქ, 8პ), ოქროჭელიძე (31ქ, 16მ, 3პ), ლორთქიფანიძე (14ქ), ჯაჯანიძე (9ქ), ნარჩომაშვილი (4ქ), ურიდია (9ქ, 12მ, 5პ), რეხვიაშვილი.
"ქუთაისელთა ტრიუმფი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"