შეხვედრის საწყისი წუთები "ოლიმპის" უპირატესობით წარიმართა, რომლებიც პირველი პერიოდის მე-3 წუთზე 8:2 გავიდნენ წინ.
არმიელები მალევე გააქტიურდნენ და მეოთხედის შუაწელში 11:8 დაწინაურდნენ. აღნიშნული მეოთხედის დასრულებამდე 4:45 წუთით ადრე ოლიმპელებმა საყაიმო ანგარიში 13:13 დააფიქსირეს და ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში წავიდა.
მეოთხედის მიწურულს იოაკიმ შელმბომის ზუსტი საჯარიმოებისა და ბენჯამენ ვუდსაიდის შორეული სამქულიანის წყალობით 20:15 გავიდნენ წინ და საწყისი ათწუთეულის არმიელეთა
მეორე მეოთხედი კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა. ოლიმპელებმა მეოთხედის შუაწელში ფრე 26:26 დააფიქსირეს, თუმცა დარჩენილ დროში "არმიამ" მაინც მოახერხა წინ გასვლა და პერიოდის დასრულებამდე 2:37 წუთით ადრე 4-ქულიანი უპირატესობით 31:27 გავიდა წინ.
დარჩენილ დროში "ოლიმპმა" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და ტაიმი 32:34 დათმეს. მესამე მეოთხედი ოლიმპელთა სასარგებლოდ დაიწყო, რომელმაც პერიოდის მესამე წუთხე 38;36 გავიდნენ წინ. ამის შემდეგ "არმია" მდევრის როლში აღმოჩნდა, ხოლო ოლიმპელებმა მოპოვებული უპირატესობა მეოთხედის ბოლომდე შინარჩუნეს და გიორგი ცინცაძის შორეული 3-ქულიანის წყალობით 51:49 დაწინაურდნენ.
დასკვნით მეოთხედი კვლავ "ოლიმპის" უპირატესობით დაიწყო, რომელიც მე-4 წუთზე 57:51 გავიდა წინ.
მიუხედავად ამისა "არმიამ" მეოთხედის მე-5 წუთზე სხვაობა მინიმამადე დაიყვანა (58:59), ხოლო ანატოლი ბოისას ზუსტი სამქულიანის ხარჯზე 2 ქულით გავიდა წინ - 61:59.
არმიელებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 3:55 ადრე თვიაანთ სასარგებლოდ დააფიქსირეს - 65:61.
დარჩენილ დროში არმიელებმა შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და მატჩის ბოლო წამებზე 70:66 გავიდნენ წინ.
"ოლიმპმა" მეტოქესთან ვერაფერი გააწო და სერიაში1 ჩამორჩნენ მეტოქეს.
გამარჯვებულებს 22 ქულით ბენჟმენ ვუდსაიდმა ულიდერა, ხოლო 13 ქულითა და 11 მოხნით ორმაგი დუბლი უილიამ ტომასმა მიითვალა. "ოლიმპის" შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი ცინცაძე იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა შესძინა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "არმიისა" და "ოლიმპის" მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): როგორც მოსალოდნელი იყო თამაში დაძაბული გამოდგა და "ოლიმპმა" ძალიან კარგი თამაში აჩვენა დაცვაშიც და შეტევაშიც. რაც შეეხება ჩვენს გუნდს 18 დაკარგვა გვაქვს რაც ნამდვილად საგანგაშოა და გამოსასწორებელია. მიუხედავად ამისა პირველ მატჩი გავიმარჯვეთ, კმაყოფილები ვართ და ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის.
რაც შეეხება ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი მატჩისთვის მომზადებას, ეს ჩვენ წინასაწრ ვიცოდიოთ და ამისთვის მზად ვიყავით. 20 მაისს გამოჩნდება რამდეგნად კარგად მოვემზადეთ ამისთვის.
გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): ვულოცავ "არმიას" გამარჯვებას, რომელმაც ჩვენზე უკეთესად შეასრულა ჯაირიმები და შორეულ ტყორცნებშიც ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა.
არ მინდა მსაჯებზე საუბარი, მაგრამ აღვნიშნავ რომ რამდენომე სასტვენზე პრეტენზია გაქვს. მიუხედავად ამისა ვთვლი რომ "არმიამ" დამსახურებულად იმარჯვა.
ხალინდელი მატჩისთვის გუდის მომზადებას რაც შეეხება, ვფრიქრობ მესამე მატჩში გამოჩნდება რამდენად კარგად მოემზადა გუნდი და დაღლილობაც მესამე შეევდრაში დაეტყობა ორიე გუნდს.
დავით უგრეხელიძე: პირველ ტაიმში შეტევაში თამაში არ წაგვივიდა და 18 დაკარგაც ბევრია ფინალური მატჩისთვის და შევეცდებით ხვალისთვის გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. მეორე შევედრა კიდევ უფრო დაძაბული და საინტეესო იქნება.
გიორგი ცინცაძე: ფინალისთვის შეასფაერი მატჩი იყო და დარწმუნებული ვარ მაყურებელმა ძალიან ისიამოვნა ამ მატჩით. მივულოცავ "არმიას" და ვიმედოვნებ ხალინდელი მატჩიც ძალინ დაძაბული და სანახაობრივი იქნება და შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას.
superleague.ge