საქართველოში ჩამოვიდა კოლეჯების ლიგაში გამოცდილი ლაშა ფარღალავა, რომელიც სექტემბერში ლიტვურ "პალანგაში" ვარჯიშობდა.
- თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ გუნდს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა და "პალანგა" ყველა ლეგიონერმა დატოვა. მეც დღეს, 1 ოქტომბერს, ჩამოვედი საქართველოში, - გვითხრა ლაშამ და დასძინა:
- დღეიდან "სოხუმს" შევუერთდები და ახალი სეზონისთვის მოვემზადები. ვარჯიშს ვაჟა კვარაცხელიას გუნდში დავიწყებ, თუმცა ჯერ არ ვიცი, ბოლომდე აქ დავრჩები თუ არა.
საინტერესოა კიდევ
...თუმცა ეს ბოლო საინტერესო ინფორმაცია როდია - "სოხუმი" ორ ლეგიონერზე არ შეჩერდება, მესამესაც დაიმატებს. მაგრამ, ვინ ჩამოვა საქართველოში, ჯერ დაზუსტებული არ არის.
მიმდინარეობს მოლაპარაკება მოუკ მაკკერისთან. იგი ტანმაღალი კალათბურთელია და მსუბუქ ფორვარდად თამაშობს. თუ მისი დამატება ვერ მოხერხდა, "სოხუმში" როდერიკ ფლემინგი ჩაირიცხება.
მაკკერის ან ფლემინგს სოხუმელები ორ კვირაში ელიან. სადღეისოდ "სოხუმში" ვარჯიშობენ:,გიგა კვეტენაძე, ირაკლი ჩლაიძე, ირაკლი სორდია, თემურ კანკია, ვანო აბულაძე, ნიკა გაბელია, გელა კოპალიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"