სექტემბერში მე-20 ჩემპიონატში თამაშის სურვილი სხვებთან ერთად "ჭიათურამაც" გამოთქვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა საჭირო გარანტიების წარმოდგენა და დარჩა 11 გუნდი: "ენერჯი", თსუ, შსს, "აგრარული", "დინამო", "სოხუმი", "სამედიცინო", "ბათუმი", "არმია", "ქუთაისი" და სტუ.
რომელი კლუბი რა ძალისა იქნება, ჩემპიონატის დაწყების შემდეგ გავიგებთ,
- თავიდან ზოგიერთი გუნდის საბუთები მოსაწესრიგებელი იყო. მას მერე, რაც ეს პრებლემაც აღმოიფხვრა და საბოლოოდ 11 გუნდი დარჩა, შეჯიბრების ფორმატიც იოლად გაირკვა: ჩემპიონატი ორ წრედ გაიმართება, ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ საუკეთესო რვაეული მეოთხედფინალში ითამაშებს, შემდეგ იქნება ნახევარფინალი და ფინალი.
სუპერლიგა 31 ოქტომბერს დაიწყება. მანამდე პირველობის მონაწილე გუნდები იასპარეზებენ დუდუ დადიანის მემორიალზე, რომელიც 19 ოქტომბერს აიღებს სტარტს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"