სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი ამჟამად მთავარი მწვრთნელის, კახა შენგელიას ხელმძღვანელობით, მზადებას ბაკურიანში გადის.
11-დღიანი შეკრების შემდეგ მედიკოსები ბარში დაეშვებიან და ვარჯიშს თბილისში განაგრძობენ.
გასული სეზონის შემდეგ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რაზეც ბატონი კახა მოგვითხრობს:
"იმ გუნდიდან, რომელიც 2011-12 წლების სეზონში თამაშობდა, მხოლოდ გაბისონია და ფერიაშვილი დაგვრჩა.
დავიმატეთ ახალგაზრდა კალათბურთელები: რომან ტუკვაძე, გიორგი რევაზაშვილი, დავით ბაბუნაშვილი, ლევან ელიაძე, ბექა ჭიჭვეიშვილი...
ყველაზე გამოცდილი რუსთაველი დავით არწივიძეა".
როგორც ხედავთ,
* * *
მოგეხსენებათ, კახა შენგელია საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრია. ამასთან, იგი თორნიკე შენგელიას მამაა. ამიტომ მას სანაკრებო თემაზეც ვკითხეთ.
"ნაკრების გამოსვლა პოზიტიურად უნდა შეფასდეს, გუნდმა ხომ მიზანს მიაღწია. თუმცა, ისე, როგორც ყველა გუნდის თამაშში, აქაც იყო ხარვეზები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა გამოვასწოროთ.
საერთოდ კი, თამამად შეიძლება ითქვას, დღევანდელ ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს".
საინტერესოა, რას ფიქრობს მამა თორნიკეს გარჯაზე.
"მეც და თორნიკეც არ ვართ კმაყოფილები. უკეთესადაც შეიძლებოდა გამოსულიყო. ბოლო მატჩებში მას ტრავმამ შეუშალა ხელი, ლატვიაში ფეხი აწუხებდა, ხოლო ჰოლანდიასთან ექიმების გადაწყვეტილებით დაისვენა".
როგორც კახა შენგელიამ გვითხრა, ტრავმა გადაღლილობამ გამოიწვია, თუმცა სერიოზული არ არის და დასვენების შემდეგ ყველაფერი მოწესრიგდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"