გიორგი ცინცაძე უკრაინის სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის გუნდმა უკრაინის სუპერლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა. კიევის "ბუდიველნიკმა" ამჯერად ივანა ფრანკოვსკის "გოვერლა" 92:84 დაამარცხა და უკრაინის ჩემპიონატს დაუმარცხებლად, ზაპოროჟიეს "ფეროსთან" ერთად ლიდერობს.

"ბუდიველნიკის" მსგავსად ოთხი მატჩიდან ოთხი გამარჯვება აქვს ფეროელებსაც და ეს გუნდები I-II ადგილებს იყოფენ.

"გოვერლასთან" მატჩში ცინცაძემ 16,22 წუთს ითამაშა. ქართველი უკანახაზელი ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ცინცაძემ 4-დან 4 საჯარიმო და 3-დან 2 ორიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. შედეგად, საქართველოს ნაკრების წევრმა 8 ქულა დააგროვა, რასაც 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა,
ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

კიეველთაგან 21 ქულით საუკეთესო ლეო ლაიონსი გახლდათ.

მომდევნო ტურში ცინცაძის გუნდი "გალიჩინას" შეხვდება. მატჩი კიევში, 14 ოქტომბერს გაიმართება.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული