საქართველოს ჩემპიონატი 20 ოქტომბერს დაიწყება

AutoSharing Option
გადაწყდა, საქართველოს ჩემპიონატი 20 ოქტომბერს დაიწყება. 17 ოქტომბერს სუპერლიგის ოფიციალურ საიტზე კალენდარიც გამოქვეყნდა.

როგორც წესი, ეს შეჯიბრების დაწყებამდე 3-4 დღით ადრე არ უნდა ირკვეოდეს, მაგრამ იყო პრობლემები.

კერძოდ, ზოგიერთ გუნდს ჩემპიონატში მონაწილეობის საკითხი ჰქონდა გადასაწყვეტი. როგორც ჩანს, ყოველგვარი დაბრკოლება ყველამ მოაგვარა და მონაწილეთა რაოდენობაც დასტაბილურდა - შარშანდელი სეზონის მსგავსად, წლეულსაც 11 გუნდი ითამაშებს.

მეტსაც გეტყვით: პირველად ბოლო წლებში სუპერლიგაში ორ სეზონში ერთი და იგივე კლუბები იასპარეზებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ არც რომელიმე დაშლილა და არც გაჩენილა. არადა, მსგავს შემთხვევებს ძალიან
მივეჩვიეთ.

აი, 2012-13-ის თერთმეტეულიც: "არმია", "ქუთაისი", "ოლიმპი", "შსს აკადემია", "სოხუმი", "დინამო", თსუ, "სამედიცინო", სტუ, "რუსთავი", "ბათუმი-რსუ".

არც სისტემა შეცვლილა: სუპერლიგა ორ წრედ გაიმართება. გუნდები ერთმანეთს შინ და გარეთ შეხვდებიან. პირველი წრე 23 დეკემბერს დასრულდება, ხოლო მეორე 2 თებერვლიდან 13 აპრილამდე გასტანს.

რეგულარული ეტაპის საუკეთესო რვა გუნდი ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს. სადღეისოდ წლის ზოგადი გეგმა და პირველი წრის კალენდარია დამტკიცებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული