როგორც წესი, ეს შეჯიბრების დაწყებამდე 3-4 დღით ადრე არ უნდა ირკვეოდეს, მაგრამ იყო პრობლემები.
კერძოდ, ზოგიერთ გუნდს ჩემპიონატში მონაწილეობის საკითხი ჰქონდა გადასაწყვეტი. როგორც ჩანს, ყოველგვარი დაბრკოლება ყველამ მოაგვარა და მონაწილეთა რაოდენობაც დასტაბილურდა - შარშანდელი სეზონის მსგავსად, წლეულსაც 11 გუნდი ითამაშებს.
მეტსაც გეტყვით: პირველად ბოლო წლებში სუპერლიგაში ორ სეზონში ერთი და იგივე კლუბები იასპარეზებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ არც რომელიმე დაშლილა და არც გაჩენილა. არადა, მსგავს შემთხვევებს ძალიან
აი, 2012-13-ის თერთმეტეულიც: "არმია", "ქუთაისი", "ოლიმპი", "შსს აკადემია", "სოხუმი", "დინამო", თსუ, "სამედიცინო", სტუ, "რუსთავი", "ბათუმი-რსუ".
არც სისტემა შეცვლილა: სუპერლიგა ორ წრედ გაიმართება. გუნდები ერთმანეთს შინ და გარეთ შეხვდებიან. პირველი წრე 23 დეკემბერს დასრულდება, ხოლო მეორე 2 თებერვლიდან 13 აპრილამდე გასტანს.
რეგულარული ეტაპის საუკეთესო რვა გუნდი ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს. სადღეისოდ წლის ზოგადი გეგმა და პირველი წრის კალენდარია დამტკიცებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"