სუპერლიგა 2012-13. I ტურის რჩეულნი: აქ ლამარ კარიმიც არის

AutoSharing Option
სუპერლიგის 2012-13 წლების გათამაშება 20 ოქტომბერს დაიწყო. პირველ ტურში ფავორიტები აუტსაიდერებს დაუპირისპირდნენ და ამიტომაც ვიხილეთ არათანაბარი ბრძოლები. ყველაზე დიდი, 28-ქულიანი სხვაობა ქუთაისში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მცირე, 19-ქულიანი(!) ჰანდიკაპი იყო, რომელიც "ოლიმპი"-"სოხუმის" მატჩში ვიხილეთ.

პირველი ტურის შემდეგ ერთ დადებით ასპექტზე შეიძლება ყურადღების გამახვილება: თუ წინა წლებში ქართულ გუნდებში ამერიკელები კოლეჯების ლიგებიდან ჩამოჰყავდათ, ამჯერად ევროპაში გამოცდილ ოკეანისგაღმელებს ირჩევენ.

მათ შორის სხვაობა ისაა, რომ პირდაპირ კოლეჯიდან ახალგაზრდის გამოწვევა ერთგვარ რისკთანაა დაკავშირებული - საკითხავია, შეეგუება
თუ არა ევროპულ კალათბურთს, აქაურ ყოფას და საერთოდ, დააკმაყოფილებს თუ არა თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის დონეს.

მაგალითად, შარშან "შსს აკადემიაში" სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა რობო კრეპსი, რომელიც პირველ წრეში გამორჩეული იყო, მაგრამ ზამთარში კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა - აქ ვეღარ ვძლებ, სამშობლო მენატრებაო.

იმავე შსს-ში ჯასტინ ტაბსი და ენტონი მუდი ირჯებოდნენ. სეზონის დასრულების შემდეგ მწვრთნელს მათი დაბრუნების სურვილი არ გასჩენია, რადგან ვერ გაამართლეს. სამაგიეროდ, გაამართლა ქიენ კარტერმა, რომელიც "დინამოდან" საბერძნეთში გადავიდა.

ყოველგვარი რისკის თავიდან ასაცილებლად ქართულმა კლუბებმა ახალი სეზონის წინ ისეთ კალათბურთელებს უხმეს, რომლებსაც ევროპაში თამაშის გამოცდილებაც გააჩნდათ და ბებერ კონტინენტზე შესაძლებლობები დამტკიცებული ჰქონდათ.

მაგალითად: რუსთაველი კაელ ნელსონი ლატვიური "ლიეპაიადან" ჩამოვიდა, ნეით ბოუის პორტუგალიაში არაერთი სეზონი აქვს გატარებული, შსს-ელი დეონტა ვონი პოლონურ "პოლფარმას" ღირსებას იცავდა, მისი თანაგუნდელი კირ არჩიბეკი პოლონეთში სამი წელი თამაშობდა, დინამოელ ლამარ კარიმს კვიპროსი, უკრაინა, საფრანგეთი და შვეიცარია აქვს მოვლილი... მათი გამოცდილება ქართველ კალათბურთელებსაც გამოადგებათ.

ლამარის თამაში ქართველმა გულშემატკივარმა პირველად შაბათს, 20 ოქტომბერს იხილა ("დინამო" დუდუ დადიანის მემორიალზე არ გამოდიოდა) და მისდამი უთუოდ დადებითად განეწყობოდა.

კარიმი მრავალმხრივი კალათბურთელი ჩანს და დღესვე შეიძლება ითქვას, რომ "დინამოს" მწვრთნელმა სწორი არჩევანი გააკეთა. ჟურნალისტთა გადაწყვეტილებით, პირველი ტურის საუკეთესო კალათბურთელად სწორედ ლამარი დასახელდა.

Sportall.Ge

სუპერლიგა 2012-13. I ტური

ქუთაისი-სამედიცინო 87:49
შსს აკადემია-ბათუმი 92:65
ოლიმპი-სოხუმი 97:78
სტუ-რუსთავი 62:94
დინამო-თსუ 85:53

რეკორდები
ქულა
28 - ლამარ კარიმი (დინამო)
2-ქულ 8/11; 3-ქულ 3/5; საჯ 3/5
20.10.12 დინამო-თსუ

მოხსნა
14 - კაელ ნელსონი (რუსთავი)
(მეტოქ: 7; საკუთ: 7)
20.10.12 სტუ-რუსთავი

პასი
9 - რეზო როგავა (შსს აკადემია)
20.10.12 შსს-ბათუმი

ჩაჭრა
4 - ნეით ბოუი (რუსთავი)
20.10.12 სტუ-რუსთავი

დაფარება
3 - მილან ოლუიჩი (დინამო)
20.10.12 დინამო-თსუ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ გამოაკლო 87-ს 49 და რომელმა კალკულატორმა დაწერა 28?
givi
17:45 24-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული