სუპერლიგის III ტურის რჩეულნი და ნეით ბოუის სიბრძნე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში "დინამომ" "რუსთავი" მიიღო. გაიმარჯვეს სტუმრებმა, რომელთა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა გამთამაშებელმა ნეით ბოუიმ.

მან 10-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 20 ქულას 11 მოხსნა და 6 პასი მიამატა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 31-ს უწია.

ჟურნალისტებმა ტურის საუკეთესო კალათბურთელედ სწორედ ნეითი დავასახელეთ. მისი უკეთ გაცნობის მიზნით შემოგთავაზებთ ამონარიდს ბოუის ჩანაწერიდან ("დინამოსთან" მატჩამდეა შესრულებული), რომელიც საიტ "ევრობასკეტზე" გამოქვეყნდა.

"წერა ნამდვილად სასარგებლოა, რადგან ზოგჯერ წაგების განცდებს გავიწყებს. თუმცა ჩემი გუნდი ჯერ დაუმარცხებელია.

არის
შემთხვევები, როცა თამაშს შესანიშნავად იწყებ, მაგრამ ასე ვერ ასრულებ. ზოგჯერ პირიქით ხდება - ცუდად იწყებ და კარგად ამთავრებ. სწორედ მეორე შემთხვევა მოგვივიდა საქართველოს ჩემპიონატის საწყის ორ მატჩში.

სტუ-სთან შეხვედრაში პირველ ხუთწუთეულში არაფერი გამოგვდიოდა, თუმცა მას მერე თამაში დავალაგეთ და გავიმარჯვეთ კიდეც - 94:62.

სადებიუტო შეხვედრას ყოველთვის ახლავს ნერვიულობა, თუმცა ძნელია ამას დაბრალდეს მეორე მატჩში ჩავარდნაც: "სამედიცინომ" პირველი პერიოდი 21:14 მოგვიგო. ამჯერადაც იოლად მოვახერხეთ გადაწყობა. მეორე ათწუთეულში დაცვაში მყარად დავდექით და მეტოქეს მხოლოდ 6 ქულა ჩავაგდებინეთ.

ძალიან მეხმარებიან როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი თანაგუნდელები, კაელი, მიხეილი, ლუკა, გიორგი, რევაზი...

ტუჯანის თითოეული მოხსნის შემდეგ სწრაფი იერიშის საშუალება გვეძლევა.

"რუსთავი" თამაშიდან თამაშამდე იკვრება და ერთმანეთს უფროდაუფრო უკეთესად ვუგებთ. ეს შედეგებშიც ისახება.

გახსოვდეთ, ცოდნა არაფრისმომცემია, თუ მას არ გამოვიყენებთ.

ნეით ბოუი"
.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული