საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი: ოლიმპზე "ოლიმპია"

AutoSharing Option
საინტერესოდ მიმდინარეობს საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობს.

შესაბამისი ასაკის საუკეთესო კალათბურთელები გუნდებში მეტ-ნაკლებად თანაბრად არიან გადანაწილებულნი და პირველობასაც სანახაობრიობა არ აკლია.

ჩემპიონატის ლიდერებმა ბოლო ტურშიც დამაჯერებლად იასპარეზეს. "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა, ხოლო "შსს აკადემიამ" - "რუსთავი". ოლიმპელებს გაუძღვნენ ნუგზარ აბულაძე და საბა ლობჟანიძე. პირველმა 15 ქულა და 5 პასი მიითვალა, ხოლო მეორემ 16 ქულა და 9 მოხსნა.

შსს-ელთა რიგებში და საერთოდ, ტურში გამოირჩა მერაბ მირზიაშვილი, რომელმაც მეტად ეფექტური სამმაგი დუბლი მიითვალა - 11 ქულა, 11 დაფარება, 13 მოხსნა. დუბლებს
ვერ შესწვდა, მაგრამ არანაკლებ ღირებული იყო რეზო როგავა, რომელმაც 15 ქულას 9 პასი და 8 მოხსნა წაუმატა. იმასაც შეგახსენებთ, რომ მწვრთნელი გიორგიოს კეცელიდისი რეზოს უმაღლესი ლიგის გუნდშიც რეგულარულად ათამაშებს.

"ჰიუნდაისთვის" "დინამოსთან" სტუმრად გამარჯვება სეზონის პირველი მოგება იყო. მატჩის ბომბარდირი გახდა ლუკა ზაქრაძე, რომელმაც 23 ქულას 8 შედეგიანი გადაცემა და 6 ჩაჭრა წაუმატა. იგი პირველობის სნაიპერთა შორის მეორეა (საშუალოდ 18 ქულა), პირველობას კი არავის უთმობს სოხუმელი ოთარ ბულიავა - 18.8.

6.8 შედეგიანი გადაცემით მეპასეთა რიგებს ლიდერობს რეზო როგავა, ხოლო მოხსნებში საუკეთესო "სოხუმის" კალათბურთელი ლერი კვანტალიანია - საშუალოდ 15.5.

საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი

ოლიმპი-სოხუმი 65:53
9:11, 16:19, 24:12, 16:11
ოლიმპი: გ. ბაქრაძე (2ქ), ნადირაძე (2ქ), ბრაგვაძე, იაშვილი (8ქ, 3ჩ), გოგოძე (4ქ), იაკობიძე, ცირეკიძე (10ქ, 7მ), აბულაძე (15ქ, 5პ, 5მ, 4ჩ), ნ. ბაქრაძე, ფხაკაძე (8ქ, 5მ, 3დ), ბიჭაშვილი, ლობჟანიძე (16ქ, 9მ).
სოხუმი: მეგენეიშვილი (5ქ, 3პ), გაფრინდაშვილი (7პ, 6მ), ძიძიგური (13ქ, 2დ), ტყაბლაძე, გოლეთიანი (3ქ), კვანტალიანი (17ქ, 14მ, 2დ), ბულიავა (15ქ, 14მ, 3პ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი.

დინამო-ჰიუნდაი 88:95
16:21, 20:20, 28:25, 24:29
დინამო: ამირხანაშვილი, ლილუაშვილი (8ქ, 6ჩ, 7პ), ჩოჩია (23ქ), მესხი (9ქ, 8მ, 4პ), ორმოცაძე (11ქ, 4პ, 4ჩ), დოლიძე (7ქ, 6მ, 2დ), გელაზონია (18ქ, 15მ), ღუდუშაური (12ქ, 5მ, 3პ, 3ჩ).
ჰიუნდაი: სანაძე (15ქ, 7პ), ტომარაძე (18ქ, 4პ), ლომიძე, ზაქრაძე (23ქ, 7მ, 8პ, 6ჩ), გიორგაძე (20ქ, 9მ, 4პ, 3ჩ), ბუთხუზი (12ქ, 11მ), მაჭავარიანი (7ქ, 6მ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

შსს აკადემია-რუსთავი 69:64
24:15, 11:13, 14:18, 20:18
შსს აკადემია: მეგრელიძე, რ. როგავა (15ქ, 8მ, 9პ, 2დ), გორდულაძე (11ქ), ჟორჟოლიანი (9ქ, 8მ), ლოლიშვილი (13ქ, 9მ), ხეთაგური, რ. როგავა (8ქ, 9მ, 3პ), მირზაშვილი (11ქ, 13მ, 11დ), კენჭიაშვილი, არუთინოვი (2ქ).
რუსთავი: ლორთქიფანიძე (15ქ), ქიტოშვილი (23ქ, 4პ), არაბული (6ქ, 13მ, 3პ), დვალი (5ქ), ნარჩომაშვილი (6ქ, 11მ), გაგნიძე (9ქ, 9მ), ჯაჯანიძე.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ოლიმპი 4 4 0 295/206 8
2. შსს აკადემია 4 3 1 266/243 7
3. სოხუმი 4 2 2 282/306 6
4. ჰიუნდაი 4 1 3 305/353 5
5. რუსთავი 3 1 2 247/250 4
6. დინამო 3 0 3 211/248 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული