შეხვედრა ისე დაიწყო და დასრულდა, რომ ქვემოქართლურ გუნდს საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
რუსთაველებმა წინა ტურში ტურნირის პირველი დამარცხება "შსს-აკადემიასთან" იწვნიეს და თსუ-სთან დღევანდელ მატჩში მხოლოდ გამარჯვებას გეგმავდნენ. მიხეილ ბერუაშვილის გუნდს ეს გამოუვიდა კიდეც, თან ისე, წინააღმდეგობა თითქმის არ შეხვედრია.
პირველი მეორთედის შემდეგ რუსთაველები უკვე 10 ქულით იგებდნენ, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ სხვაობამ 14 ქულას მიაღწია - 47:33. ქვემოქართლელებს ამერიკელი კაილი ნელსონი ლიდერობ
ბოლო მეოთხედის წინ ბერუაშვილის გუნდი 19 ქულით ლიდერობდა და მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო, თუმცა თსუ მაინც თავისას ცდილობდა და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა.
სტუდენტთა გუნდში გიორგი ხანიაშვილი ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელმაც 10-ქულიანი ზღვარი გადალახა და საბოლოოდ 21 ქულა დააგროვა.
ერთ ეპიზოდში ხანიაშვილი უხერხულად დაეცა და დახმარების აღმოსაჩენად გასახდელში გაიყვანეს, თუმცა ის მალევე დაბრუნდა მოედანზე და ბოლო წამებამდე ცდილობდა თავისი გუნდის დახმარებას.
საბოლოოდ რუსთაველები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და კვლავ ლიდერთა შორის რჩებიან. ტურის მომდევნო მატჩში ერთმანეთს "სოხუმი" და "არმია" დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი): "განსხვავებით ჩვენი ბოლო შეხვედრისგან, მხედველობაში მაქვს შსს აკადემიასთან თამაში, დღეს უკეთესად ვიასპარეზეთ და კმაყოფილი ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. გავაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ".
გიორგი ჩხეიძე (თსუ): "მივულოცავ რუსთავის გუნდს გამარჯვებას. რაც შეგვეხება ჩვენ, თსუ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა სუპერლიგაში მონაწილე გუნდებიდან. ბიჭებმა იბრძოლეს თუმცა ისეთ ლეგიონერების წინააღმდეგ თამაში, როგორიც ჰყავს რუსთავს რთულია".
გიორგი ტეტელაშვილი (თსუ): "გუნდი ვარჯიშობს, ტურიდან ტურამდე ვიზრდებით და იმედია ჩვენს თამაშს და შესაბამისად შედეგს აუცილებლად გავაუმჯობესებთ".
superleague.ge