სუპერლიგა 2012-13. საუკეთესონი: ნელსონი, როგორც ადმირალი

AutoSharing Option
სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების მონაწილე კლუბების წარმომადგენლებმა ლეგიონერები ჩამოყვანამდე სათანადოდ რომ შეისწავლეს და სწორედ ისეთები შეარჩიეს, როგორიც მათ გამოადგებოდათ, მეხუთე ტურში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ტურის ცენტრალურ მატჩში თსუ-ს წინააღმდეგ რუსთაველებს ამერიკელი კაელ ნელსონი ადმირალ ნელსონივით გაუძღვა. მან 8-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 22 ქულას კი 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიამატა. მარგი ქმედების კოეფიციენტის (32) მიხედვით, ნელსონი მეხუთე ტურში ყველას სჯობდა.

ტურის მწვრთნელად დამარცხებული გუნდის, სტუ-ს თავკაცი ზურაბ ტომარაძე დავასახელეთ, რომლის შეგირდებმაც ღირსეული წინააღმდეგობა
გაუწიეს ძლიერ "შსს აკადემიას".

V ტური
სამედიცინო-ოლიმპი 63:106
თსუ-რუსთავი 72:90
სოხუმი-არმია 63:94
სტუ-შსს აკადემია 56:73
ბათუმი-ქუთაისი 70:75

რეკორდები
ქულა
30 - კირკ არჩიბეკი (შსს აკადემია)
2-ქულ 10/16; 3-ქულ 0/0; საჯ 10/14
27.10.12 შსს-სოხუმი

30 - ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი)
2-ქულ 5/13; 3-ქულ 5/12; საჯ 5/8
17.11.12 სოხუმი-არმია

მოხსნა
16 - სტეფან მილოშევიჩი (ოლიმპი)
(მეტოქ: 6; საკუთ: 10)
03.11.12 ოლიმპი-ბათუმი

16 - ლაშა კეშელავა (ბათუმი)
(მეტოქ: 2; საკუთ: 14)
16.11.12 ბათუმი-ქუთაისი

პასი
12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
03.11.12 შსს-თსუ

ჩაჭრა
7 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
17.11.12 სტუ-შსს აკადემია

დაფარება
8 - მილან ოლუიჩი (დინამო)
26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული