სუპერლიგა 2012-13. საუკეთესონი: ძლეული გრანდები, დამხობილი რეკორდები

AutoSharing Option
სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების ექვსი ტურიდან ყველაზე საინტერესო ბოლო გამოდგა.

თავად განსაჯეთ: მოქმედმა ჩემპიონმა "არმიამ" "შსს აკადემიასთან" დათმო, ხოლო ვიცე-ჩემპიონი "ოლიმპი" შინ "ქუთაისთან" დამარცხდა.

როგორც ერთ, ასევე მეორე მატჩში გამარჯვებულებს, განსაკუთრებით, მეოთხე პერიოდში, აშკარა უპირატესობა ჰქონდათ. ასე რომ, მეექვსე ტურის შემდეგ სუპერლიგაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი დარჩა: "შსს აკადემია".

ლოგიკურია, რომ ჩვენი სიმბოლური ნაკრები უმთავრესად სწორედ შსს-სა და "ქუთაისის" კალათბურთელებმა შეავსეს. ქუთათურთა თბილისელმა "ლეგიონერმა" რიჩარდ მათიაშვილმა ფარქვეშიდან თუ პერიმეტრიდან "ოლიმპის" კალათს "ბუღი აადინა", რეკორდი რეკორდზე დაამყარა და ტურის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.

რიჩომ
31 ქულა ჩააგდო და ერთით გადააჭარბა კირკ არჩიბეკისა და ირაკლი ჩლაიძის მაჩვენებლებს; ასევე, ერთით გააუმჯობესა სტეფან მილოშევიჩისა და ლაშა კეშელავას 16-მოხსნიანი რეკორდი, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტით არათუ მიმდინარე ჩემპიონატში, ბოლო ორ წელიწადში საუკეთესო ჰქონდა: +42.

შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონში ლევან ფაცაციას მქკ-მა 41 შეადგინა.

Sportall.Ge

VI ტური
არმია-შსს აკადემია 69:80
ოლიმპი-ქუთაისი 81:97
სამედიცინო-დინამო 64:84
რუსთავი-სოხუმი 87:65
ბათუმი-თსუ 61:74

რეკორდები
ქულა
31 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)
2-ქულ 6/14; 3-ქულ 4/6; საჯ 7/8
24.11.12 ოლიმპი-ქუთაისი

მოხსნა
17 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)
(მეტოქ: 3; საკუთ: 14)
24.11.12 ოლიმპი-ქუთაისი

პასი
12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
03.11.12 შსს-თსუ

ჩაჭრა
7 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
17.11.12 სტუ-შსს აკადემია

დაფარება
8 - მილან ოლუიჩი (დინამო)
26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული