თსუ-ს დამარცხებით არმიელებმა უიღბლო სერია შეწყვიტეს.
მატჩის პირველ ნახევარში მეტნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. თსუ-მ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია სუპერლიგის ფავორიტს და ზუსტად რომ ესროლა საჯარიმოები, შესაძლოა დიდ შესვენებაზე მოგებულიც კი გასულიყო.
პირველ ტაიმში სტუდენტებმა 26-დან 14 საჯარიმო ჩააგდეს, რაც შეეხება ანგარიშს, თსუ-მ პირველი ნახევარი მხოლოდ 10 ქულით - 37:47 დათმო.
მეორე ტაიმში არმიელებმა საქმეს ხელი მეტი მონდომებით მოჰკიდეს და საბოლოოდ
გამარჯვებულებს 14 ქულითა და 11 მოხსნით ზვიად ბაბიაშვილმა ულიდერა, ხოლო გიორგი შარაბიძემ პირად ანგარიშზე 12 ქულა ჩაიწერა. თსუ-ში საუკეთესო შედეგი დავით ხიზანიშვილმ აჩვენა, ხოლო გივი ბაქრაძის ანგარიშზე 11 ქულა გახლდათ.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
კოტე ტუღუში (არმია): "სასიხარულოა, რომ წაგებული თამაშების შემდეგ გამარჯვება მოვიპოვეთ, რთული პერიოდი გვაქვს, გამომდინარე ევროჩელენჯზე წარუმატებლად თამაშისა.
ეროვნულ ჩემპიონატში წინ საინტერესო შეხვედრები გველის და მნიშვნელოვანია, რომ ყველა თამაშს მომზადებულები შევხდეთ. რაც შეეხება თსუს, ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და წარმატებას ვუსურვებ".
გიორგი ჩხეიძე (თსუ): "ვულოცავ გამარჯვებას არმიას, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი სუპერლიგაში, რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, გუნდი აშკარა ფავორიტს შეხვდა და იყო დავალებები, რომ ნაკლები ბურთი დაეკარგათ და დაცვაში შეძლებისდაგვარად კარგად ეთამაშათ, ვფიქრობ წინა შეხვედრებთან შედარებით ეს დავალებები უკეთესად შეასრულეს".
დავით საყვარელიძე (არმია): "რთულია ევროჩელენჯზე ასპარეზობის შემდეგ ყურადღება ეროვნულ ჩემპიონატზე გადაიტანო. კარგია, რომ წაგების შემდეგ დღეს მოვიგეთ, ვეცდებით,რომ ევროჩელენჯზე ჩვენი პრესტიჟის თამაში მოვიგოთ და შემდეგ მაქსიმალურად მოვემზადოთ სუპერლიგის მორიგი შეხვედრებისთვის".
ვახტანგ ჩქარეული (თსუ): "მივულოცავ გამარჯვებას არმიას, რაც შეგვეხება ჩვენ, სასიხარულოა რომ ჩვენზე კლასით და შემდგენლობით მაღალ გუნდს ბოლომდე ვებრძოლეთ. ეს შეხვედრა გამოგვადგება შემდეგ, უკვე ჩვენს უშუალო კონკურენტებთან დაპირისპირებაში".
superleague.ge