სუპერლიგის მეშვიდე ტურში ხუთიდან ოთხ თამაშში ვიხილეთ მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა.
ბევრისთვის მოულოდნელად ქუთაისში იმარჯვა "რუსთავმა". გადამწყვეტ მომენტში ქვემოქართლელებს დიდად დაეხმარა ამერიკელი ნეით ბოუი. ამიტომ ტურის საუკეთესოდაც ის დავასახელეთ.
თბილისში "დინამო"-"ოლიმპის" მატჩში ოვერტაიმი დაფიქსირდა. ახალგაზრდა დინამოელმა სოსო ლეჟავამ ორმაგი დუბლი მიითვალა და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, ხოლო ოვერტაიმში "ოლიმპის" საწყისი ექვსი ქულა აკაკი დვალიშვილმა ჩააგდო და გუნდის გამარჯვებაც განაპირობა.
ბათუმელებს მეორე მოგებისკენ გამოცდილი ლაშა კეშელავა გაუძღვათ, ხოლო "სოხუმმა" სტუ-ს ფარი რომ არ დაუთმო, უმთავრესად ცენტრი ვახტანგ ქადარიას დამსახურებაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
13:06 05-12-2012
სუპერლიგა 2012-13. სიმბოლური ნაკრები: ბოუი - მეორედ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული