რუსთავი-არმია 79:77 - ბო­უ­ის 31 და გა­ხა­რე­ბუ­ლი რუს­თა­ვი

AutoSharing Option
სპორ­ტ­ს­მე­ნებს ხში­რად გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ ფრა­ზე­ბი - "წი­თე­ლი ხა­ზი" და "მწვა­ნე ხა­ზი"... გა­სა­გე­ბია, რომ წით­ლის დროს რამ­დე­ნი­მე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მატ­ჩი ებ­მე­ბა ერ­თ­მა­ნეთს, ხო­ლო მწვა­ნი­სას - პი­რი­ქით.

7 დეკემბერს რუს­თავ­ში სწორ­ედ ასე­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მქო­ნე გუნ­დე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ: რუს­თა­ვე­ლებს სუ­პერ­ლი­გის ზე­­დი­ზედ სა­მი მატ­ჩი ჰქონ­დათ მო­გე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ღი­რე­ბუ­ლი წი­ნა ტურ­ში ქუ­თა­ის­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა იყო. ხო­ლო არ­მი­ე­ლებ­მა ევ­რო­ჩე­ლენ­ჯ­ზე წა­გე­ბებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში "შსს აკა­დე­მი­ას­თან" მარ­ცხიც გა­მო­უ­რი­ეს.

მოკ­ლედ, თავ­და­ჯე­რე­ბულ­მა "რუს­თავ­მა" 7 დეკემბერს კი­დევ ერ­თხელ და­ამ­ტ­კი­ცა, რომ ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მა­ღა­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის იბ­რ­ძო­ლებს.

მას­პინ­ძ­ლებ­მა მოქ­მედ ჩემ­პი­ონ­თან პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი 13:23 დათ­მეს და დიდ შეს­ვე­ნე­ბა­ზეც
10-ქუ­ლი­ა­ნი ჩა­მორ­ჩე­ნით გა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ მე­სა­მე ათ­წუ­თე­უ­ლი­დან მო­ე­დან­ზე­ც და თა­მაშ­შიც შე­მარ­თე­ბით დაბ­რუნ­დ­ნენ, პე­რი­ო­დი 26:12 მო­ი­გეს და მატ­ჩის ბე­დის გა­დაწყ­ვე­ტა ბო­ლო წა­მებს მი­ან­დეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­რე­ნამ­დე 2 წუ­თით ად­რე და­ბე­ვე­ბუ­ლი 7-ქუ­ლი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა რუს­თა­ვე­ლებ­მა "არ­მი­ას" გა­ა­ტა­ნეს, სა­ბო­ლო­ოდ გა­მარ­ჯ­ვე­ბა მა­ინც არ დათ­მეს - 79:77.

მას­პინ­ძ­ლებ­მა გუნ­დუ­რი თა­მა­შის წყა­ლო­ბით მო­ი­გეს, მაგ­რამ სამ კა­ლათ­ბურ­თელს მა­ინც გა­მო­ვარ­ჩევთ: ექსარ­მი­ელ­მა ცენ­ტ­რ­მა რე­ზო ათა­ნე­ლიშ­ვილ­მა 17 წუთ­ში 13 ქუ­ლა მი­ით­ვა­ლა, კა­ელ ნელ­სონ­მა - 15 ქუ­ლა, ხო­ლო ნე­ით ბო­უ­იმ რი­ჩარდ მა­თი­აშ­ვი­ლის რე­კორ­დი გა­ი­მე­ო­რა და 31 ქუ­ლას მო­უ­ყა­რა თა­ვი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ აქამ­დე, ზე­დი­ზედ ოთხი ტუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბო­უ­ის სამ­ქუ­ლი­ა­ნი არ ჰქონ­და ჩაგ­დე­ბუ­ლი, ახლა კი 7-დან 5 შო­რე­უ­ლი ტყორ­ც­ნა გა­მო­ი­ყე­ნა და ზე­დი­ზედ მე­ო­რედ ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო კა­ლათ­ბურ­თე­ლო­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნაცხა­დი გა­ა­კე­თა.

მერ­ვე ტუ­რის დარ­ჩე­ნი­ლი ოთხი მატ­ჩი თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში 8 დეკემბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

Sportall.Ge

ნა­მატ­ჩევს
მი­ხე­ილ ბე­რუ­აშ­ვი­ლი ("რუს­თა­ვის" მწვრთნე­ლი):
- ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, არა მარ­ტო იმით, რომ გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ, არა­მედ იმი­თაც, რომ გუნ­დ­მა ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა ის და­ვა­ლე­ბა, რაც მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და. ჩვენ­მა მუ­შა­ო­ბამ და ვარ­ჯიშ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, ბი­ჭებს და მთელ გუნდს და­უ­ფას­და ის შრო­მა, რაც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გავ­წი­ეთ. ეს იყო პრინ­ცი­პუ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა, მაგ­რამ წინ კი­დევ არა­ერ­თი პრინ­ცი­პუ­ლი მატ­ჩი გვე­ლის.

კო­ტე ტუ­ღუ­ში ("არ­მი­ას" მწვრთნე­ლი):
- "რუს­თავ­მა" დღეს ჩვენ­ზე ბევ­რად უკეთ იას­პა­რე­ზა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი კარ­გად და­ვიწყეთ, თუმ­ცა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მოვ­ლე­ნე­ბი ჩვენ­თ­ვის ცუ­დად გან­ვი­თარ­და. აშ­კა­რაა, რომ გუნ­დი კრი­ზის­შია და სა­ჭი­როა, მო­მა­ვალ მატ­ჩებ­ში ერ­თ­სუ­ლო­ვა­ნი და გუნ­დუ­რი თა­მა­ში ვუჩ­ვე­ნოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული