სუპერლიგა. VIII ტური. სიმბოლური ნაკრები - მთა­ვა­რია რწმე­ნა

AutoSharing Option
ბო­ლო დროს სუ­პერ­ლი­გა­ში არა­ერ­თი ლე­გი­ო­ნე­რი ვი­ხი­ლეთ. ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია.

ზოგს ისე­თი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, იტყ­ვი - სწო­რედ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე სა­თა­მა­შო­დაა და­ბა­დე­ბუ­ლიო.

მა­გა­ლი­თად, არ­მი­ე­ლი მარ­კუს ფე­ი­სო­ნი უმაღ­ლე­სი დო­ნის მსრო­ლე­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო ბევრ პი­რო­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ამი­ტო­მაც ითა­მა­შა ევ­რო­ლი­გის გუნ­დებ­ში, ახ­ლა კი კა­რი­ე­რის დაღ­მა­ვალ ეტაპ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სცდის ძა­ლებს.

"რუს­თავ­ში" თა­მა­შობს სა­კა­ლათ­ბურ­თო თვალ­საზ­რი­სით ტან­და­ბა­ლი (182 სმ) ახალ­გაზ­რ­და, რო­მელ­საც ფე­ი­სო­ნის­გან სა­პი­რის­პი­როდ, ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ხელს არ უწყობს ევ­რო­ლი­გის დო­ნემ­დე მიღ­წე­ვა­ში.

ნე­ით ბო­უ­ის ტოპ-კლა­სის ევ­რო­პულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში არც უთა­მა­შია, მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი პირ­ვე­ლი­ვე მატ­ჩ­ში შე­ამ­ჩ­ნევ­და მონ­დო­მე­ბას, რომ­ლი­თაც იგი ყვე­ლა
ლე­გი­ო­ნერს აღე­მა­ტე­ბა.

სწო­რედ მონ­დო­მე­ბი­სა და კა­ლათ­ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლის ხარ­ჯ­ზე მი­აღ­წია მი­ზანს და ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან მაქ­სი­მუმს წუ­რავს.

არა­და, რამ­დე­ნი კა­ლათ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­საც კა­რი­ე­რა ისე და­უს­რუ­ლე­ბია, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­ნა­ხევ­რო­დაც ვერ გა­მო­უვ­ლე­ნია.

მო­ინ­დო­მა და უკ­ვე მე­სა­მედ გახ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო კა­ლათ­ბურ­თე­ლი.

არა­და, სულ 8 ტუ­რია გან­ვ­ლი­ლი. ნე­ით ბო­უ­ის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, "რუს­თავ­მა" ჯერ ქუ­თა­ის­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა, ბო­ლოს შინ "არ­მია" და­ა­მარ­ცხა.

არა­და, იმე­რეთ­ში მწვრთნე­ლი მის დას­ვე­ნე­ბას აპი­რებ­და, რად­გან ტრავ­მა ჰქონ­და.

"ვხვდე­ბო­დი, რომ გუნდს ვჭირ­დე­ბო­დი. თუ ნამ­დ­ვი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ხარ, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად უნ­და ითა­მა­შო. მა­გა­ლით­საც მო­ვიყ­ვან - 1970 წელს, NBA-ს ფი­ნა­ლუ­რი სე­რი­ის გა­დამ­წყ­ვე­ტი, მეშ­ვი­დე მატ­ჩის წინ ნი­უ­ი­ორ­კელ­მა უილის რიდ­მა კუნ­თი გა­იწყ­ვი­ტა, მაგ­რამ მა­ინც ითა­მა­შა.

ითა­მა­შა და უოლტ ჩემ­ბერ­ლე­ნის "ლე­ი­კერ­სი" და­ა­მარ­ცხა. ასე მო­ი­პო­ვა "ნიუ იორ­კ­მა" პირ­ვე­ლი ჩემ­პი­ო­ნო­ბა. არა­და, ბევ­რი ვერ ხვდე­ბა, ასე რა­ტომ უნ­და გას­წი­რო თა­ვი, რად­გან ისი­ნი მყუდ­რო ცხოვ­რე­ბას არი­ან მიჩ­ვე­ულ­ნი."


"არ­მი­ას­თან" მატ­ჩამ­დე ნე­ით ბო­უ­ის ზე­დი­ზედ ოთხი ტუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ქუ­ლი­ა­ნი არ ჰქონ­და ჩაგ­დე­ბუ­ლი, რაც გამ­თა­მა­შებ­ლის­თ­ვის არ­ც­თუ კარ­გი შე­დე­გია.

თუმ­ცა ჩემ­პი­ო­ნებ­თან მან 7-დან 5 სა­მი­ა­ნი გა­მო­ი­ყე­ნა და სე­ზო­ნის რე­კორ­დი გა­ი­მე­ო­რა - 31 ქუ­ლა ჩა­აგ­დო. ამი­ტო­მაც და­ვა­სა­ხე­ლეთ ტუ­რის მო­თა­მა­შედ.

სა­იტ "ევ­რო­ბას­კეტ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ბლოგ­ში ბო­უ­იმ სიტყ­ვა "გა­მარ­ჯ­ვე­ბას" ერ­თი აბ­ზა­ცი მი­უძღ­ვ­ნა:

"ვკითხუ­ლობ და­ნი­ელ უაითის წიგნს სა­ხელ­წო­დე­ბით "წე­რი­ლე­ბი ახალ­გაზ­რ­და შავ კაცს".

ნა­წარ­მო­ებ­ში ასე­თი ში­ნა­არ­სის ფრა­ზაა - "გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში არი­ან, წა­გე­ბუ­ლებს კი სიტყ­ვის სათ­ქ­მე­ლად მოც­და უწევთ. მაგ­რამ მა­თი დროც მო­ვა."

ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გზა აქვს, თუმ­ცა რწმე­ნა და და­ჯე­რე­ბა იმი­სა, ამა თუ იმ საქ­მის კე­თე­ბა ნამ­დ­ვი­ლად შეგ­ვიძ­ლია, ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებს."

Sportall.Ge

VIII ტური
სტუ-ბათუმი 60:84
შსს აკადემია-ოლიმპი 62:71
დინამო-სოხუმი 81:77
რუსთავი-არმია 79:77
თსუ-სამედიცინო 84:53

რეკორდები
ქულა

31 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)
2-ქულ 6/14; 3-ქულ 4/6; საჯ 7/8
24.11.12 ოლიმპი-ქუთაისი

31 - ნეით ბოუი (რუსთავი)
2-ქულ 6/11; 3-ქულ 5/7; საჯ 4/10
07.12.12 რუსთავი-არმია

31 - ქიენ კარტერი (დინამო)
2-ქულ 12/18; 3-ქულ 1/3; საჯ 4/4
08.12.12 დინამო-სოხუმი

მოხსნა
18 - სტეფან მილოშევიჩი (ოლიმპი)
(მეტოქ: 10; საკუთ: 8)
08.12.12 შსს აკადემია-ოლიმპი

პასი

12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
03.11.12 შსს-თსუ

ჩაჭრა

7 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
17.11.12 სტუ-შსს აკადემია

დაფარება

8 - მილან ოლუიჩი (დინამო)
26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული