კოტე ტუღუშის გუნდმა წინა ტურში რუსთავში წააგო და დღეს, დინამოელთა დამარცხებით შიდაჩემპიონატში პოზიციები გაიმყარა.
თავდაცვის სამინისტროს გუნდს არ გასჭირვებია დინამოელთა ძლევა. პირველ მეოთხედში არმიელებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც გუნდური თამაშის წყალობით მოახერხეს.
ტუღუშის გუნდში გამორჩეული მოთამაშე არ ყოფილა, ყველა კალათბურთელი, რომელიც მოედანზე იყო, თავის სამუშაოს ასრულებდა და ქულებიც მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდებოდა.
დიდი შესვენების შემდეგ ანგარიშში სხვაობა 11 ქულა იყო, რომელიც 10 წუთში 26
"არმიაში" 19 ქულით ბომბარდირი ლამაინ უილსონის გახდა, ხოლო ოთხმა მოთამაშემ - გამყრელიძემ, შელბომმა, მილეიჯმა და შარაბიძემ 12-12 ქულა მოაგროვეს. "დინამოში" 24 ქულით საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, ხოლო ქიენ კარტერმა 18 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
კოტე ტუღუში (არმია): "ამდენი წაგებული მატჩის შემდეგ ნანატრი გამარჯვება მოვიპოვეთ. დინამო ძლიერი კონკურენტია და ვიცოდით რომ დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა.
ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში შევდივართ და და ვიმედოვნებთ, რომ პირველი წრის ბოლო ტურში ოლიმპთან სასურველ შედეგს ვაჩვენებთ. სწორედ ამ მატჩზე იქნება დამოკიდებულისატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდის მდგომარეობა".
ირაკლი ხოშტარია (დინამო): "მივოლოცავ გამარჯვებას მოწინააღმდეგეს. ვიცოდი რომ არმია სრული სერიოზულობით მიუდგებოდა ამ შეხვედრას, თუმცა უნდა აღვნიშნოთ რომ გუნდში ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, რაც შეცდომებთან ერთად ჩვენი დღევანდელი მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო".
გიორგი შარაბიძე (არმია): "ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ნელ-ნელა შევდივართ ფორმაში და იმედია მომავალ შეხვედრებში კიდევ უფრო წარმატებით ვიასპარეზებთ".
ზეზვა ლილუაშვილი (დინამო): "მივულოცავ არმიას წარმატებას, ვეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ და მორიგი თამაშებისთვის მოვემზადოთ".
superleague.ge