ტროი კოტონი მაგარი ბიჭი ჩანს

AutoSharing Option
დღესვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ მე-20 ჩემპიონატი ბოლო წლების ყველა პირველობასთან შედარებით მაღალი დონისა იქნება. სოხუმის ამერიკელ ახალწვეულებზე არაერთხელ დავწერეთ. დღეს შსს-ს შენამატზე - ტროი კოტონზე მოგახსენებთ. იგი გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს და, შსს-ელთა თქმით, მაღალ კლასსაც ავლენს...

- ტროი კოტონი თბილისში 20-საათიანი მგაზვრობის შემდეგ ჩამოვიდა და იმავე დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში მოისურვა. მან შესაძლებლობებში პირველივე დღეს დაგვარწმუნა, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, პლეიმეიკერობაც შეუძლია და მსროლელის ფუნქციებსაც კარგად ასრულებს, - გვითხრა შსს-ს პრეზიდენტმა ლევან მიქაბერიძემ და დასძინა, პირველადი შთაბეჭდილება დადებითია, თუმცა
სჯობს, ოფიციალურ შეხვედრებს დაველოდოთ. ვფიქრობ, იქ უკეთ გამოვლინდება ტროი კოტონის შესაძლებლობებიო.

ამერიკელ უკანახაზელთან უკვე გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც 1+1 სისტემისაა.

ვიდრე კოტონს საქმეში ვნახავთ, მის კარიერას გადავხედოთ. ტროი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "გრინ ბეის" ღირსებას იცავდა. შარშან მისმა გუნდმა კოლეჯების ლიგაში, "ჰორიზონის" კონფერენციაში მესამე ადგილი დაიკავა. შსს-ს ახალწვეული 35 მატჩში საშუალოდ 32.8 წუთს თამაშობდა, 12.7 ქულას, 3.0 მოხსნას, 1.0 პასს და 0.8 ჩაჭრას აგროვებდა. შეცდომების საშუალო რაოდენობა დაბალი ჰქონდა - 1.1. 17 მარტს კოტონმა სეზონის რეკორდი დაამყარა - 36 ქულა "აკრონს" ჩაუგდო.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული