სამაგიეროდ, "სოხუმმა", როგორც იქნა, სენსაცია "გამოაცხო". "როგორც იქნა" იმიტომ დავწერეთ, რომ ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები მანამდეც ახლოს იყვნენ სენსაციურ გამარჯვებებთან, ჯერ "შსს აკადემიასთან", შემდეგ "დინამოსთან", თუმცა მე-11 ტურამდე მოუწიათ მოცდა - შაბათს "ქუთაისი" დამაჯერებელი თამაშით დაამარცხეს.
სწორედ ამიტომ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი სოხუმელი - ირაკლი ჩლაიძე და ვახტანგ ქადარია. საინტერესოა, რომ ეს დუეტი სტატისტიკურ ლიდერებშიც გამორჩეულია: ირაკლი საშუალო
რიჩარდ მათიაშვილის წინააღმდეგ კარგი თამაში ქადარიას ტურის კალათბურთელად დასახელების საწინდარი გახდა.
მაღალი შედეგიანობით სტყორცნეს "არმიელთა" ამერიკელმა ლიდერებმა, კურტის მილეიჯმა და ლემეინ უილსონმა.
ამიტომ არც მათი სიმბოლურში გამოჩენა უნდა გაგვიკვირდეს. რუსთაველებს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილის დასაკავებლად ბათუმში გამარჯვება სჭირდებოდათ. მოინდომეს და მიზანსაც მიაღწიეს.
კვლავ ეფექტური იყო ქვემოქართლელთა გამთამაშებელი ნეით ბოუი. 182 სმ სიმაღლის კალათბურთელმა ბურთი 13-ჯერ მოხსნა, 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 25 ქულამდე ავიდა.
იმედი დავიტოვოთ, რომ 2013 წელს კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრებს ვიხილავთ. სუპერლიგის განახლებამდე ერთ გვერდს პირველი წრის შეჯამებას დავუთმობთ.
2013-მდე...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"