"შსს აკადემიამ" ბერძენი კალათბურთელი სპირიდონ ნოტისი დაიმატა

AutoSharing Option
"შსს აკადემიამ" ბერძენი კალათბურთელი სპირიდონ ნოტისი დაიმატა. მასთან კონტრაქტი უკვე გაფორმდა და გუნდს მარტში შეუერთდება. ამის შესახებ "აკადემიას" სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ გვაცნობა.

- სპირიდონ ნოტისი "შსს აკადემიას" მწვრთნელ გიორგიოს კეცელიდისთან აქამდეც მუშაობდა. ასე რომ, გუნდის დამრიგებელმა კარგად იცის კალათბურთელის შესაძლებლობა და იმედი გვაქვს, პლეი ოფისთვის სათანადოდ დაგვეხმარება,
- დასძინა ლევან მიქაბერიძემ.

ნოტისი 1978 წელსაა დაბადებული და 202 სმ სიმაღლისაა. მართალია, ცენტრის პოზიციის კვალობაზე ნოტისი არცთუ მაღალია, მაგრამ საიტ "ევრობასკეტზე" ამპლუის გრაფაში სწორედ "ცენტრი" უწერია.

შსს-ში იგი მეოთხე-მეხუთე ნომრების პოზიციებზე
ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული