სუპერლიგა განახლდა

AutoSharing Option
სუპერლიგის მეორე წრე რეგიონებში დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვეს ფავორიტებმა, "რუსთავმა" და "შსს აკადემიამ" და სატურნირო ცხრილში კვარტეტის ნაცვლად დუეტი გალიდერდა.

თუმცა ეს შეიძლება დროებითი მოვლენა იყოს, რადგან 6 თებერვალს ტურის დანარჩენი სამი მატჩი უნდა გაიმართოს და "ოლიმპს" ლიდერ დუეტთან გათანაბრების კარგი შანსი აქვს.

რაც შეეხება "არმიას", იგი მეორე წრის პირველ ტურში ისვენებს.

ბათუმი-შსს აკადემია 56:89

ბათუმი: 13, 13, 13, 17
შსს-აკადემია: 18, 28, 21, 22

რუსთავი-სტუ 112:70
რუსთავი: 27, 26, 29, 30
სტუ: 10, 20, 18, 22

Sportall.Ge

* * *

ღრუბელი თსუ-ს ცაზე
4 თებერვალს შევიტყვეთ მეტად არასახარბიელო ინფორმაცია, რომლის თანახმად, სუპერლიგის წარმომადგენელ თსუ-ს მეორე წრეში გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ჩვენს პირობებში მიზეზის კითხვაც არ იქნება საჭირო, ისედაც გასაგებია, ეს დალხენილი ცხოვრებით არ იქნება გამოწვეული.

არადა, ოთხშაბათს, 14 საათზე სტუდენტები ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის "დინამოს" უნდა დაუპირისპირდნენ.

ისიც შევიტყვეთ, რომ ყოფნა-არყოფნის საკითხი საბოლოოდ დღეს უნდა გადაწყდეს. იმედი დავიტოვოთ, რომ გამოინახება საშუალება მდიდარი ტრადიციების (თსუ-ს ხომ საქართველოს თასიც აქვს მოგებული, ჩემპიონატის ფინალებშიც არაერთხელ უთამაშია და ეროვნული ნაკრების კალათბურთელებიც გამოუწვრთნია) გუნდის შესანარჩუნებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული