საბოლოო ანგარიშიდან ჩანს, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა იოლად მოიგო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა თავიდან რიგიანად ითამაშეს და პირველ ტაიმში უმეტესად წინ იყვნენ.
პირველი მეოთხედი ზღვისპირელებმა 17:16 მოიგეს, ხოლო მეორე პერიოდის დასაწყისშიც წინ იყვნენ, თუმცა სწორედ ამ მომენტში მოახერხეს დინამოელებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა.
გუნდური თამაშის წყალობით თბილისურმა გუნდმა ლიდერობა მოიპოვა, მეოთხედი 17:8 მოიგო და დარჩენილ დროში უპირატესობა
საბოლოოდ "დინამომ" 24-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძელთაგან 19 ქულით საუკეთესო ფლინ კლაიმენი გახდა, ხოლო გამოჯანმრთელებულმა მილან ოლუიჩმა 16 ქულა-10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
ბათუმელთა გუნდში 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ლაშა კეშელავამ დაძლია, რომელმაც პირად ანგარიშზე 19 ქულა ჩაიწერა. კეშელავას 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.
მორიგი მატჩი ცენტრალურია და მასში "შსს-აკადემია" "სოხუმს" დაუპირისპირდება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
ირაკლი ხოშტარია (დინამო): "კარგი თამაში იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მომეცა საშუალება თითქმის ყველა მოთამაშეს მიეღო მონაწილეობა.
პირველი ნახევრით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა გამოვასწორეთ. ვფიქრობ, შეხვედრა მოვიგეთ უკეთესი შემადგენლობის ხარჯზე, ვიდრე ბათუმს ჰყავს".
მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი): "მივულოცავ გამარჯვებულ გუნდს. მართალია, იყო დაპირებები, რომ ჩვენი შემადგენლობა უნდა გაძლიერებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ვეცდებით, რისი საშუალებაც გვაქვს, იმით ვიბრძოლოთ".
გიორგი ორმოცაძე (დინამო): "თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ნაწილში გამოვასწორეთ. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ".
ნიკა რამიშვილი (ბათუმი): "კარგად დავიწყეთ, ყველაფერი სწორად გამოგვდიოდა. მეორე ნახევარში, შეიძლება ითქვას, დავიღალეთ და ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს".
superleague.ge