შეხვედრის შესახებ მატჩისშემდგომი კომენტარებიდან მეტს შეიტყობთ. აქ კი ფოტოზე გავამახვილებთ ყურადღებას: ორი ბათუმელი და ერთი თბილისელი. თითქოს იოლი გამოსაცნობია, ვინ-ვინაა, მაგრამ რეალურად ასე არ არის.
საქმე ისაა, რომ "ოლიმპის" წითელი მაისურით მოთამაშე (#10) ირაკლი მიქელაძე წარმოშობით ბათუმელია, ასევე ბათუმელია მისი მოწინააღმდეგე ავთო ელიაშვილი (#8), ხოლო #7 გიორგი ნანიტაშვილი თბილისელია და "ბათუმში" ამ სეზონის წინ გადავიდა.
მატჩში აკაკი დვალიშვილმა სუპერლიგის რეკორდი გაიმეორა - მეტოქის ფარზე ბურთი 10-ჯერ მოხსნა. ასეთივე შედეგი მის თანაგუნდელს სტევან მილოშევიჩს
გია კაზანჯიანი ("ოლიმპის მწვრთნელი):
- მოწინააღმდეგეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, განსაკუთრებით ფარქვეშ და სამქულიანებში. რაც შეეხება ტრავმებს, ანდრიუკაიტისი ნელ-ნელა შედის ფორმაში, თუმცა დღეს მისი თამაშის საჭიროება არ იყო და დავასვენეთ.
მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის" მწვრთნელი):
- ჩვენი გუნდი შემადგენლობით "ოლიმპს" ისედაც ჩამორჩება და ახლა ტრავმიანობაც დაგვემატა - ივანე მაისურაძემ და ნიკა რამიშვილმა დღეს ვერ იასპარეზეს, ბოლომდე ვერ ჩაატარა შეხვედრა გიორგი ნანიტაშვილმა, რომელმაც ფეხის ტრავმა მიიღო. შესაბამისად მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ.
15 თებერვალი, ბათუმი
ბათუმი-ოლიმპი 66:105
ბათუმი 11 13 18 24
ოლიმპი 25 29 21 30
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, გურამ მიქელაძე, მიხეილ ვართანოვი
* * *
"რუსთავმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მრავალმხრივი გუნდია და წინასწარ რთული გამოსაცნობია, საიდან უნდა ელოდე მისგან ხიფათს.
15 თებერვალს დინამოელებმა მასპინძელთა კალათში 9 სამქულიანი ჩააგდეს, რაც შესანიშნავი შედეგია, მაგრამ ამ კომპონენტში ქვემოქართლელები უფრო გამოირჩნენ - 15 სამიანი გამოიყენეს. მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებმა მეტოქეს მოხსნებშიც აჯობეს (42:40) და რეალიზებულ ორქულიანებშიც (22:16). მათ გუნდურობაზე კი შედეგიანი გადაცემების სიმრავლე მეტყველებს - 31 (13-ის წინააღმდეგ).
მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მწვრთნელი):
- დღევანდელი მოგებით პლეი ოფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. "დინამო"ძლიერი გუნდია და გამარჯვების მიღწევა იოლი არ იყო. წინ კიდევ უფრო სერიოზული ბრძოლები გველის და ვეცდებით, აღებული ტემპი არ დავაგდოთ.
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მწვრთნელი):
- ეს მატჩები პლეი ოფისთვის მოსამზადებლად გვინდა, რადგან გადამწყვეტი ბრძოლები სწორედ მეოთხედფინალიდან იწყება. რუსთაველებს პირველ ტაიმში კარგიად ვებრძოლეთ, მაგრამ მეორე ნახევარში...
15 თებერვალი, რუსთავი
რუსთავი-დინამო 94:75
რუსთავი 21 25 26 22
დინამო 18 25 12 20
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. რუსთავი 13 11 2 1122/915 24
2. შსს აკადემია 12 10 2 978/772 22
3. ოლიმპი 12 10 2 1052/861 22
4. დინამო 13 8 5 997/950 21
5. არმია 11 9 2 969/723 20
6. ქუთაისი 12 7 5 945/877 19
7. თსუ 12 5 7 841/925 17
8. ბათუმი-რსუ 13 3 10 874/1076 16
9. სოხუმი 12 3 904/999 15
10. სამედიცინო 12 1 11 748/1084 13
11. სტუ 12 0 12 784/1032 12
* * *
სერჟი
მე-13 ტურში არაერთი საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა. ჟურნალისტებისთვის რთული იყო საუკეთესო კალათბურთელის შერჩევა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი თსუ-ის ლეგიონერ სერჟ ასელაინზე შეჩერდა, რომელსაც ტურში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 34 (32 ქულა, 21 მოხსნა). მისი კარგი გარჯა სტუდენტურ დერბიში თსუ-ს გამარჯვების საწინდარი გახდა.
სუპერლიგა 2012-13. საუკეთესონი
XIII ტური
ქუთაისი-არმია 72:75
დინამო-ბათუმი 72:48
სოხუმი-შსს აკადემია 56:59
სამედიცინო-რუსთავი 74:126
სტუ-თსუ 74:88
რეკორდები
ქულა
41 - ლაშა კეშელავა (ბათუმი)
2-ქულ 5/11: 3-ქულ 10/15; საჯ 1/1
19.12.12 არმია-ბათუმი
მოხსნა
21 - სერჟ ასელაინი (თსუ)
(მეტოქ: 9; საკუთ: 12)
09.02.13 სტუ-თსუ
პასი
12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
03.11.12 შსს-თსუ
12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)
15.12.12 სამედიცინო-სტუ
12 - მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი)
04.02.13 რუსთავი-სტუ
12 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)
06.02.13 სამედიცინო-ქუთაისი
ჩაჭრა
7 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
17.11.12 სტუ-შსს აკადემია
დაფარება
8 - მილან ოლუიჩი (დინამო)
26.10.12 ბათუმი-დინამო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"