"არმიასა და თსსუ-ს შეხვედრა 40-ქულიანი სხვაობით დასრულდა. კოტე ტუღუშის გუნდმა მედიკოსთა გუნდი 105:65 დაამარცხა.
თსსუ, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს მოპოვებული, 2 წამყვანი კალათბურთელის გარეშე იყო - გიორგი გაფრინდაშვილსა და გიორგი რევაზაშვილს ტრავმები აწუხებს.
მედიკოსებმა მოქმედ ჩემპიონ "არმიას" მხოლოდ პირველ მეოთხედში, ისიც სადებიუტო წუთებში გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა.
სანამ არმიელები დალაგდებოდნენ, ლევან რევაზაშვილი და ზურა მაისურაძე ქულებს იოლად იხვეჭდნენ და თსსუ მეტოქეს ბევრით არ ჩამორჩებოდა.
მეორე მეოთხედიდან კოტე
ცხადი იყო, თავდაცვის სამინისტროს გუნდი გამარჯვებას იოლად მოიპოვებდა - საკითხავი ის იყო, რამდენად დიდი სხვაობით გააკეთებდა ამას. არმიელები საბოლოოდ 40 ქულას დასჯერდნენ და მეტოქე 105:65 დაამარცხეს.
გამარჯვებულებმა გუნდურად ითამაშეს. გამორჩეულად მაღალი შედეგიანობა არავის გამოუჩენია. 10-ქულიანი ზღვარი ექვსმა კალათბურთელმა დაძლია, რომელთაგან ყველაზე მეტი - 18 ქულა - გუნდის ახალწვეულმა, ბესიკ ლეჟავამ მოაგროვა.
4-ით ნაკლები ქულა იყო გიორგი გამყრელიძის ანგარიშზე, ხოლო ლაშა ფარღალავამ და გიორგი ჯგერენაიამ 12-12 მიითვალეს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
კოტე ტუღუში (არმია): "მოთამაშეებმა კარგად გაართვეს თავი კონკრეტულ დავალებებს, თუმცა ფარი წავაგეთ და ვფიქრობ ეს ხარვეზი დაძაბულ მატჩებში თავს გამოიჩენს".
თენგიზ ფიცხელაურ (თსსუ): "მივულოცავ "არმიას" გამარჯვებას, რომელიც ერთ-ერთ ძლიერი გუნდია როგორც შემადგენლობით, ასევე მომზადებით. ვეცდებით ჩვენს უშუალო კონკურენტებთან ბოლომდე ვიბრძოლოთ და შედეგს მივაღწიოთ.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, გვაკლდა ორი ძირითადი მოთამაშე - გიორგი გაფრინდაშვილი და გიორგი რევაზაშვილი, რომელთა არყოფნამ რა თქმა უნდა გარკვეული გავლენა იქონია თამაშის შედეგზე".
გიორგი ჯგერენაია (არმია): "მწვრთნელისგან კონკრეტუილი დავალებები მივიღეთ, საიდანაც ზოგს თავი გავარვით, ზოგიც ვერ შევასრულეთ. ვინაიდან რამდენიმე ძლიერმა მოთამაშემ დატოვა არმია, ჩვენი გუნდი ახლა ყალიბდება. ვცდილობთ მოთამაშეები ერთმანეთს თავიდან შევეწყოთ და შევთამაშდეთ".
თსსუ - არმია 65:105
superleague.ge