სუპერლიგა 2012-13. XV ტური. სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-15 ტურში ორი ოვერტაიმი ვიხილეთ. ორივე მატჩი საინტერესოდ წარიმართა და, ალბათ, ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს, რომ ტურის სიმბოლური ნაკრები სწორედ ამ ორი შეხვედრის ("რუსთავი"-"შსს აკადემია", "დინამო"-"ქუთაისი") მონაწილე ხუთმა კალათბურთელმა შეავსო.

საუკეთესო მწვრთნელებად ამ შეხვედრებში გამარჯვებულები, მიხეილ ბერუაშვილი და ირაკლი ხოშტარია დავასახელეთ.

ზემოთ ნახსენები თამაშების გამორჩეულ კალათბურთელებზე უკვე მოგითხრეთ, აქ მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ტურში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი რუსთავში გამარჯვებულთა მეფარე კირკ არჩიბეკს ჰქონდა - 35.

კირკი ტურის საუკეთესოდ დავასახელეთ. მან მიმდინარე სუპერლიგაში ორი რეკორდი დაამყარა -
ყველაზე მეტჯერ მოხსნა მეტოქის ფარიდან (12), ხოლო ჯამში 23 მოხსნაც წლევანდელი გათამაშების რეკორდია. მანამდე ყველაზე მეტი, 21 მოხსნა თსუ-ს კოტდივუარელ ლეგიონერ სერჟ ასელაინს ჰქონდა.

სუპერლიგა 2012-13. საუკეთესონი
XV ტური
დინამო-ქუთაისი 87:85
თსუ-ოლიმპი 72:91
სტუ-არმია 73:131
ბათუმი-სოხუმი 77:81
რუსთავი-შსს აკადემია 92:96

რეკორდები
ქულა
41 - ლაშა კეშელავა (ბათუმი)
2-ქულ 5/11: 3-ქულ 10/15; საჯ 1/1
19.12.12 არმია-ბათუმი

მოხსნა
23 - კირკ არჩიბეკი (შსს)
(მეტოქ: 12; საკუთ: 11)
22.02.13 რუსთავი-შსს

პასი
12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
03.11.12 შსს-თსუ
12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)
15.12.12 სამედიცინო-სტუ
12 - მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი)
04.02.13 რუსთავი-სტუ
12 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)
06.02.13 სამედიცინო-ქუთაისი
12 - გივი ბაქრაძე (თსუ)
23.02.13 თსუ-ოლიმპი
12 - ლაშა გამყრელიძე (არმია)
23.02.13 სტუ-არმია

ჩაჭრა
7 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
17.11.12 სტუ-შსს აკადემია

დაფარება
8 - მილან ოლუიჩი (დინამო)
26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული