სუპერლიგა. XVI ტური: "ოლიმპის" იოლი გამარჯვება "სამედიცინოსთან"

AutoSharing Option
სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა "ოლიმპმა" სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი 47 ქულის სხვაობით - 110:63 დაამარცხა.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ბრძოლა არ შედგა. კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო. მედიკოსებმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. მესამე წუთზე დაფიქსირდა ბოლო თანაბარი ანგაშიში (6:6), რის შემდეგაც სპორტის სამინისტროს გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა და ლიდერობასაც მეოთხედიდან მეოთხედამზე ზრდიდა.

ოლიმპელთაგან სამმა კალათბურთელმა 20-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. მიხეილ ბერიშვილმა 25 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა აკაკი დვალიშვილს (21 ქულა, 16 მოხსნა), ხოლო ლევან ფაცაციამ პირად ანგარიშზე
22 ქულა და 7 პასი ჩაიწერა. დამარცხებულთაგან 14 ქულით ბომბარდირი გიორგი ფერიაშვილი გახდა, ლევან რევაზაშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

მომდევნო ტურის მატჩები 8 და 9 მარტს, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.

ოლიმპი - თსსუ 110:63

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): "ანგარიშიდან კარგად ჩანს რომ იოლი გამარჯვება მოვიპოვეთ. თუმცა მომავალ ტურში "ქუთაისთან" მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და შეიძლება ითქვას რომ მეორე წრე ჩვენთვის მე-6 ტურიდან იწყება, რადგან ძლიერ გუნდებთან გვაქვს დარჩენილი თამაშები.

რაც შეეხება ტრავმებს, სტევან მილოშევიჩის მკურნალობის პროცესი ერთ კვირაში დაასრულდება, თუმცა "ქუთაისში" ითამაშებს თუ არა ჯერჯერობით არ ვიცით".


თენგიზ ფიცხეულაური (თსსუ): "ბევრი მოთამაშე გვაკლია, გვიჭირს დაცვაში თამაშის აწყობა და სხვა ბევრი ნიუანსი, რომლებსაც ვერ ვასრულებთ, თუმცა მაინც ვემზადებით ჩვენს უშუალო კონკურენტებთან თამაშისთვის".

ლევან ფაცაცია (ოლიმპი): "პირველ რიგში, მადლობა მოწინააღმდეგეს, თუმცა ჩვენ უფრო სწრაფი თამაში გვინდოდა. დღევანდელი შეხვედრა მოსამზადებლად გამოვიყენეთ მორიგი სერიოზული შეხვედრისთვის, რომელიც "ქუთაისში" გველის".

ირაკლი გაბისონია (თსსუ): "მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. რაც შეგვეხება ჩვენ, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში".

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული