სწორედ ამ შეხვედრაზე ილაპარაკეს მე-16 ტურის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებზე.
მეტსაც გეტყვით, მწვრთნელებს შაბათის მატჩებისას გათვლები მე-17 ტურზე ჰქონდათ.
მაგალითად, შსს-ელთა ბერძენმა დამრიგებელმა გიორგიოს კეცელიდისმა დაასვენა ორი ლეგიონერი: კირკ არჩიბეკი და ჩად პრევიტი (მათ მანამდე ტრავმები ჰქონდათ და სტუ-სთან მოედანზე გამოყვანა არ გარისკა).
ასევე, პირველ ტაიმში არ ათამაშა სასტარტო გამთამაშებელი დეონტა ვონი... ნამატჩევს კი მომავალი მეტოქე, "არმია" ურთიერთშეხვედრის ფავორიტად შერაცხა.
თავის მხრივ, მე-16
კონკრეტულად რომელი გუნდი რის ხარჯზე ეცდება გამარჯვების მოპოვებას, შაბათს ვნახავთ, აქ კი მოგახსენებთ, რომ მე-16 ტურის საუკეთესო კალათბურთელად ცენტრალური მატჩის ბომბარდირი ლაშა ფარღალავა დასახელდა.
მან 25 წუთში 24 ქულა (10/7 ორქულიანი, 4/2 სამიანი, 4/4 საჯარიმო), 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა.
XVI ტური
არმია-სოხუმი 91:84
შსს აკადემია-სტუ 78:59
ოლიმპი-სამედიცინო 110:63
ქუთაისი-ბათუმი 82:73
რუსთავი-თსუ 86:68
რეკორდები
ქულა
41 - ლაშა კეშელავა (ბათუმი)
2-ქულ 5/11: 3-ქულ 10/15; საჯ 1/1
19.12.12 არმია-ბათუმი
მოხსნა
23 - კირკ არჩიბეკი (შსს)
(მეტოქ: 12; საკუთ: 11)
22.02.13 რუსთავი-შსს
პასი
12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
03.11.12 შსს-თსუ
12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)
15.12.12 სამედიცინო-სტუ
12 - მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი)
04.02.13 რუსთავი-სტუ
12 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)
06.02.13 სამედიცინო-ქუთაისი
12 - გივი ბაქრაძე (თსუ)
23.02.13 თსუ-ოლიმპი
12 - ლაშა გამყრელიძე (არმია)
23.02.13 სტუ-არმია
ჩაჭრა
7 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
17.11.12 სტუ-შსს აკადემია
დაფარება
8 - მილან ოლუიჩი (დინამო)
26.10.12 ბათუმი-დინამო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"