სუპერლიგა. XVII ტური. სიმბოლური ნაკრები: პარანოიდი

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში ერთ ტურში ორი MVP პირველად დავასახელეთ. სიმბოლურია, რომ ერთი სუპერლიგის ყველაზე მაღალი კალათბურთელი სერგო ათუაშვილია (224 სმ), მეორე - ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნეით ბოუი (182 სმ).

სერგო "სოხუმის" ღირსებას იცავს, ხოლო ნეითი - "რუსთავისა". ამ გუნდებმა შაბათს ოროვერტაიმიანი "ომი" გააჩაღეს და გამარჯვებული "სოხუმი" გამოვიდა (96:92). ათუაშვილმა სუპერლიგის წლევანდელი გათამაშების მოხსნათა რეკორდი დაამყარა - 26, ხოლო ბოუიმ ქულათა რეკორდი - 49.

გამოცემა "ევრობასკეტზე" ნეით ბოუიმ ამ მოვლენასთან დაკავშირებით საკუთარ ბლოგში საინტერესო რამ დაწერა. ვიდრე თარგმანს შემოგთავაზებდეთ, ერთ კომპიუტერულ თამაშს
გაგახსენებთ: "პარანოიდი", რაც პატარა დაფას ნიშნავს. იგი ისე უნდა ვამოძრაოთ, რომ მხტუნავი ბურთი არ დავარდეს...

"ყოველთვის, როცა მოედანზე შევდივარ, პარანოიდს ვემსგავსები, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული თამაშის ბედი - ბურთი უნდა გადაარჩინოს.

ვცდილობ, ყოველ ჯერზე უკეთესი თამაში ვაჩვენო, რათა დავაინტერესო სკაუტები და გენერალური მენეჯერები (მოწინააღმდეგე გუნდებისა).

ყოველი სეზონი ახლის შენებას ნიშნავს. ამ პროცესში კი ვხვდები მშიერ კალათბურთელებს, რომლებსაც ჩემი ადგილი სურთ, შეჭმას ცდილობენ. სწორედ ამიტომ მე კიდევ უფრო მშივდება.

ვხვდები ხალხს, რომლებზეც შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკასთან უფრო მეტი აქვთ საერთო... ჩემი სიმაღლის ადამიანიც, ერთი შეხედვით, კალათბურთელი არ უნდა იყოს, მაგრამ ცხოვრება ერთი გაელვებაა და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს.

სუპერლიგის ბოლო შეხვედრაში სოლიდურ გუნდთან დავმარცხდით. "სოხუმს" რამდენიმე კარგი ახალწვეული ჰყავს.

რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და ოთხივე მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ, რათა პლეი ოფს უკეთეს პოზიციაზე და სათანადო კონდიციებში შევხვდეთ.

განვლილ უქმეებზე სუპერლიგის რეკორდი დავამყარე, 49 ქულა ჩავაგდე. ასევე, 10 მოხსნა, 3 პასი და 5 ჩაჭრა მქონდა. ვემზადებით პარასკევის შეხვედრისთვის (15 მარტს "რუსთავი" "ქუთაისს" უმასპინძლებს - ავტ.) და იმედი გვაქვს, ისევე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამჯერადაც გავიმარჯვებთ.

ყოველთვის გახსოვდეთ: რაც აქამდე გაგიკეთებიათ, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ყოველი დღე ახლის დასაწყისია. ამიტომ ვრჩები "პარანოიდად" და არ ვკმაყოფილდები იმით, რაც მაქვს. თავს კომფორტულად მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა წარმატებას ვაღწევ".

ნეით ბოუი

XVII ტური
თსუ-ბათუმი 86:66
შსს აკადემია-არმია 77:62
დინამო-სამედიცინო 90:62
სოხუმი-რუსთავი 96:92 2ოტ
ქუთაისი-ოლიმპი 76:78

რეკორდები
ქულა
49 - ნეით ბოუი (რუსთავი)
2-ქულ 17/29; 3-ქულ 5/10; საჯ 0/2
09.03.13 სოხუმი-რუსთავი

მოხსნა
26 - სერგო ათუაშვილი (სოხუმი)
(მეტოქ: 5; საკუთ: 21)
09.03.13 სოხუმი-რუსთავი

პასი
12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
03.11.12 შსს-თსუ
12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)
15.12.12 სამედიცინო-სტუ
12 - მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი)
04.02.13 რუსთავი-სტუ
12 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)
06.02.13 სამედიცინო-ქუთაისი
12 - გივი ბაქრაძე (თსუ)
23.02.13 თსუ-ოლიმპი
12 - ლაშა გამყრელიძე (არმია)
23.02.13 სტუ-არმია

ჩაჭრა
8 - ლევან ფაცაცია (ოლიმპი)
23.02.13 თსუ-ოლიმპი

დაფარება
8 - მილან ოლუიჩი (დინამო)
26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული